შინაარსზე გადასვლა

Paradox Interactive

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Paradox Interactive
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 1999; 25 წლის წინ (1999)
სათავო ოფისი შვედეთი, სტოკჰოლმი
მმართველი
ფრედრიკ ვესტერი
იოჰან ანდერსონი
პროდუქცია ვიდეო თამაშები
შემოსავალი 604 მილიონი შვედური კრონი(2015)[1]
თანამშრომელი 200[2]
საიტი paradoxplaza.com

Paradox Interactiveშვედური ვიდეო თამაშების გამომცემელი კომპანია, რომელიც მდებარეობს სტოკჰოლმში. კომპანია დაარსდა 1999 წელს და თავდაპირველად შედიოდა Paradox Entertainment-ის შემადგენლობაში.[3] კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია ფრედრიკ ვესტერი, ხოლო წამყვანი გეიმდიზაინერი — იოჰან ანდერსონი.

კომპანია ცნობილია ისტორიულ-სტრატეგიული თამაშების წარმოებით. იგი ძირითადად აქვეყნებს მისი შვილობილი კომპანია Paradox Development Studio-ის მიერ შემუშავებულ თამაშებს. მისი თამაშების საერთო თვისებებია რეალიზმი და შესაბამისად რეალური ისტორიები. კომპანიის მიერ გამოშვებული თამაშებია: („Knights of Honor“, „Galactic Civilizations II: Dread Lords“, „Rush for Berlin“ და სხვა)[4].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Year End Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-21. ციტირების თარიღი: 2016-10-12.
  2. Jobs - Paradox Interactive
  3. 9th Circ. Nixes Appeal Over 'Conan The Barbarian' Rights
  4. Paradox Store - Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2016-03-19.