Strachan Open
Strachan Open ან Strachan Challenge — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი.
იწყებოდა 1992 წელს, როგორც რეიტინგული ტურნირი სახელწოდებით Strachan Open, ამავე სახელწოდების კომპანიის სპონსორირებით. პირველი გათამაშება გაიმართა Thornbury Leisure Centre-ში, ბრისტოლის მახლობლად. ჯეიმზ უოტანამ ფინალში იმ დროისთვის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ჯონ პეროტი დაამარცხა ანგარიშით 9:5 და მოიპოვა თავისი პირველი რეიტინგული ტიტული. პრიზად მას ერგო GB£ 12 500. სადებიუტო გათამაშებაში მონაწილეობა არ მიიღო ბევრმა წამყვანმა პროფესიონალმა, რადგან ტურნირის რეიტინგული ქულები და საპრიზო ფონდი ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ანალოგიურ შეჯიბრებების უმრავლესობაზე.
1993 წელს ტურნირმა შეიცვალა სახელწოდება Strachan Challenge-ზე და გახდა დაბალრეიტინგული (ანუ ქულები ირიცხებოდა 1/10-ის დოზით, რათა როგორმე მაინც წაეხალისებინათ ახალი მოთამაშეები). შეიცვალა ჩატარების ფორმულაც. საბოლოოდ, 1994 წელს Strachan Challenge არარეიტინგული გახდა, რის გამოც საბოლოოდ დაკარგა მოთამაშეების მხრიდან ინტერესი, შესაბამისად, სპონსორებიც.
საკვალიფიკაციო ეტაპზე 1992 წელს პიტერ ებდონმა უეინ მარტინის წინააღმდეგ მატჩში მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა.
გამარჯვებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | გამარჯვებული | ფინალისტი | ანგარიში | სეზონი |
---|---|---|---|---|
Strachan Open (რეიტინგული) | ||||
1992 | ჯეიმზ უოტანა | ჯონ პეროტი | 9:5 | 1991/92 |
Strachan Challenges (დაბალრეიტინგული) | ||||
1992 | ჯო სვეილი | სტეფან მაზროცისი | 9:4 | 1992/93 |
1993 | ტროი შოუ | ნაიჯელ ბონდი | 9:4 | 1992/93 |
1993 | ტონი დრაგო | კენ დოერტი | 9:7 | 1992/93 |
Strachan Challenges (არარეიტინგული) | ||||
1994 | ენტონი ჰემილტონი | ენდი ჰიქსი | 9:4 | 1993/94 |
1994 | ენტონი ჰემილტონი | პოლ დევისი | 9:4 | 1993/94 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრის ტერნერის არქივი: Strachan Open, Strachan Challenges დაარქივებული 2012-02-16 საიტზე Wayback Machine.
|