The X Factor
იერსახე
The X Factor | |
---|---|
ჟანრი | რეალური ტელევიზია |
ავტორი | საიმონ კოუელი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | |
ეთერში | 4 სექტემბერი, 2004 — დღემდე |
The X Factor — სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის ფრენჩაიზი, შექმნილი საიმონ კოუელის და კომპანია SYCOtv-ის მიერ. იგი თავდაპირველად ბრიტანეთის ტელეეთერში გავიდა და მიზნად ისახავდა Pop Idol-ის (2001–2003) ჩანაცვლებას. შემდგომში შოუს ანალოგი მრავალ ქვეყანაში შეიქმნა.
შოუს სახელწოდება განიმარტება, როგორც განუსაზღვრელი „რაღაც“, რაც ვარსკვლავობას უზრუნველყოფს. შერილ კოული, ბრიტანული The X Factor-ის ჟიურის წევრი, ამბობდა, რომ ეს არის „რაღაც, რასაც ვერ ახსნი“.
კონკურსში გამარჯვებული აფორმებს კონტრაქტს ხმისჩამწერ კომპანიასთან. გარდა ამისა, იგი გამოდის შოუს შემდგომ გამოშვებებში.