მაიკლ კერიკი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მაიკლ კერიკი[1] | ||
დაბადების თარიღი | 28 ივლისი, 1981[1] | ||
დაბადების ადგილი | ინგლისი | ||
სიმაღლე | 188[2] | ||
სათამაშო პოზიცია | დაცვითი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
ნომერი | 16 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1986–1997 | უოლსენდ ბოისი | ||
1997–1998 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1998–2004 | ვესტ ჰემ იუნაიტედი | 136 | (6) |
1999 | → სუინდონი | 6 | (2) |
2000 | → ბირმინგემი | 2 | (0) |
2004–2006 | ტოტენჰემ ჰოტსპური | 64 | (2) |
2006– | მანჩესტერ იუნაიტედი | 314 | (17) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2000 | ინგლისი 18 წლ. | 4 | (0) |
2000–2003 | ინგლისი 21 წლ. | 14 | (2) |
2006 | ინგლისი B | 1 | (0) |
2001– | ინგლისი | 34 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 21 მაისი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23:47, 13 ნოემბერი, 2015 |
მაიკლ კერიკი (ინგლ. Michael Carrick; დ. 28 ივლისი, 1981) — ინგლისელი ფეხბურთელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. 2011 წლის აპრილის მონაცემებით, ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებული აქვს 300-ზე მეტი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე — 50 შეხვედრა. კერიკი უმთავრესად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.[3]
კერიკმა კარიერა „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ დაიწყო. 1997 წელს შეუერთდა ახალგაზრდულ გუნდს და ორი წლის შემდეგ ინგლისის ახალგაზრდული საფეხბურთო თასი მოიგო. სადებიუტო სეზონში ორჯერ იყო განათხოვრებული „სუინდონ ტაუნში“ და „ბირმინგემ სიტიში“, სანამ 2000-01 წლების სეზონში ძირითად გუნდში გადაიყვანდნენ. 2002-2003 წლების სეზონში დასახელებულ იქნა ინგლისის პირველი დივიზიონის საუკეთესო მოთამაშედ. ვესტ ჰემის შემადგენლობაში მან 150-ჯერ ითამაშა. 2004 წელს „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ მიაშურა. წარუმატებელი გამოდგა მისი ასპარეზობა „ტოტენჰემში“, 75 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ გაიტანა. 2006 წელს 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.
დებიუტიდან მოყოლებული, ის „მანჩესტერის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. მან კლუბის მაისურით პირველ სეზონში 50-ჯერ ითამაშა. ის იყო ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში 2006-07 წლების სეზონში, როდესაც მანჩესტერმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოიგო. კერიკმა 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში 120 წუთი ითამაშა „ჩელსის“ წინააღმდეგ, რომელშიც „მანჩესტერმა“ 6-5 მოიგო პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 1-1 დასრულდა). მან ასევე ითამაშა 2008-09 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც, სადაც მისი გუნდი „ბარსელონასთან“ დამარცხდა. კერიკმა „ინგლისის ლიგის თასის“ მედალი „მანჩესტერთან“ ერთად მოიგო 2009 წელს პირველად.
კერიკს ნათამაშები აქვს ინგლისის 18-წლამდელთა, 21-წლამდელთა, B და ეროვნულ ნაკრებებში. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2001 წელს შედგა და მას შემდეგ 22 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ჯერჯერობით, ნაკრების მაისურით გოლი გატანილი არ აქვს. ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ხშირად კონკურენციას ვერ უწევდა სტივენ ჯერარდს, ფრენკ ლამპარდს, გარეტ ბერის და უკანასკნელ ხანებში, მის პოზიციაზე სკოტ პარკერი თამაშობდა. კერიკი ასევე თამაშობდა 2006 და 2010 წლების მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში. პირველ გათამაშებაში, ჯგუფურ ეტაპზე, ის ერთ მატჩში გამოჩნდა, მაგრამ უკანასკნელ ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ერთი წუთიც ვერ ითამაშა.
პირადი ცხოვრება
მაიკლი დაიბადა ვინს და ლინ კერიკების ოჯახში ვოლსენდში, ტაინი და უირში[4] და ფეხბურთის თამაში პირველად ხუთი წლის ასაკში დაიწყო. ყოველ შაბათ საღამოს, ვოლსენდში, ის ხუთკაცა ფეხბურთს თამაშობდა. ფეხბურთმა სერიოზული ადგილი მის ცხოვრებაში 12 წლის ასაკში დაიკავა, როდესაც ის შეარჩიეს კალდერის უმაღლეს სკოლაში და შემდეგში ჩრდილოეთ ტაინსაიდის სკოლაში. 13 წლის ასაკში ბი-ბი-სიმ საბავშვო პროგრამა Live & Kicking-ის 49-ე ეპიზოდში გადაიღო, რომელიც ეთერში 1995 წლის 4 თებერვალს გავიდა.[5] სკოლაში თამაშის განმავლობაში, სანამ ის „ვესტ ჰემში“ გადავიდოდა, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, „ვესტ ჰემში“ კი თამაში ნახევარცმველის პოზიციაზე დაიწყო. ის უოლსენდის საშუალო და ბერნსაიდის უმაღლეს სკოლებში სწავლობდა, საშუალო განათლების სერტიფიკატი 1997 წელს აიღო.
კერიკს ჰყავს ერთი ძმა, გრემი, რომელიც მასზე ოთხი წლით უმცროსია. ისიც ასევე ირიცხებოდა „ვესტ ჰემში“, მაგრამ რამდენიმეჯერ ტრავმა მიიღო და ამჟამად ის მოთამაშე-მწვრთნელია ფეხბურთის ასოციაციის კლუბ „ნორთუმბიაში“. მანამდე იგი „ნიუკასლ იუნაიტედის“ აკადემიაში წვრთნიდა 10 და 16-წლმადელთა გუნდებს.[6][7] კერიკი 2007 წლის 16 ივნისს, ლესტერშირში ლიზა რაფჰედზე დაქორწინდა, რომელიც პროფესიით ბიზნესის სპეციალისტი და პილატესის ინსტრუქტორია. ამავე დღეს, თავიანთ საცოლეებზე იქორწინეს ნაკრების თანაგუნდელებმა, სტივენ ჯერარდმა და გარი ნევილმა. წყვილმა მაშინ იქორწინა, როდესაც ისინი სკოლაში სწავლობდნენ. ჰყავთ ქალიშვილი ლუისი და ვაჟი ჯეისი.[4][8][9]
საკლუბო კარიერა
ვესტ ჰემ იუნაიტედი
კერიკი „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ახალგაზრდული კლუბის წევრი იყო, რომელმაც 1998–99 წლების სეზონში ინგლისის ახალგაზრდული საფეხბურთო თასი მოიგო.[10] მან „ქოვენთრი სიტისთან“ ორი გოლი გაიტანა 9-0 მოგებულ ორრაუნდიან ფინალში.[11] მისი მაშინდელი მწვრთნელის, ჰარი რედნაპის დროს კერიკის კარიერა მძიმედ დაიწყო, იგი ფიზიკურად ძლიერი არ იყო და ტრავმების გამო ორი სეზონი ჩაუვარდა.[12] „ვესტ ჰემში“ მისი დებიუტი „ჯოკერიტთან“ სტუმრად ჩატარებულ მატჩში შედგა ინტერტოტოს თასზე 1999 წლის 24 ივლისს.[13] ინგლისის ჩემპიონატში მისი დებიუტი 28 აგვისტოს შედგა, როდესაც მან რიო ფერდინანდი ველი პარადზე „ბრედფორდ სიტისთან“ 3-0 მოგებულ მატჩში შეცვალა.[14] 1999 წლის ნოემბერში ის ერთთვიანი იჯარით „სუინდონ თაუნში“ გადავიდა და პირველ მატჩში მისმა გუნდმა საშინაო მატჩში „ნორიჯ სიტი“ ფრედ ითამაშა, 0-0.[15][16] მან პირველი გოლი პროფესიონალურ კარიერაში 23 ნოემბერს გაიტანა „ჩარლტონ ატლეტიკთან“ 2-1 მოგებულ მატჩში.[15][17] კერიკმა იჯარის ვადის განმავლობაში კიდევ ერთხელ გაიტანა გოლი „უოლსოლთან“ საშინაო მატჩში 4 დეკემბერს, რომელიც ფრედ დასრულდა, 1-1.[18] მიუხედავად კარგი თამაშისა, ყველაზე პრინციპულ მატჩში ის გუნდს ვერ დაეხმარა,[19] მის ბოლო მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ 18 დეკემბერს 3-0 წაგებულ მატჩში.[20] 2000 წლის თებერვალში იჯარით გადავიდა „ბირმინგემ სიტიში“, სადაც მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.[21] კერიკი აპტონ პარკზე დაბრუნდა და პირველი გოლი „ვესტ ჰემის“ მაისურით გაიტანა, გახსნა ანგარიში „ქოვენთრი სიტისთან“ 5-0 მოგებულ მატჩში 22 აპრილს.[22] პირველ სეზონში ის „ვესტ ჰემის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.[23]
„იმედგამაცრუებელია ჩემთვის, როდესაც ვხედავ, თუ როგორ ტოვებენ გუნდს ფეხბურთელები უკანასკნელ ექვსი, თუ შვიდი თვის მანძილზე. მე ვიცოდი, რომ ფეხბურთელები გუნდის დატოვებას აპირებდნენ, როდესაც ჩვენ ჩამოვქვეითდით, მაგრამ საკვირველია ჩემთვის ის, რომ როგორც ჩანს, მთელი კლუბი იცვლება“.
– კერიკი სწუხს იმაზე, რომ ბევრი ვარსკვლავი ტოვებს ვესტ ჰემს პრემიერლიგიდან ჩამოქვეითების შემდეგ 2003 წელს[24]“ |
კერიკმა გარღვევა მოახდინა „ვესტ ჰემში“ 2000-01 წლების სეზონში,[25] ითამაშა 41 მატჩი ყველა გათამაშებაში, მათ შორის 33 — პრემიერ ლიგაში.[26] მან ერთადერთი გოლი იმ სეზონში გაიტანა „ასტონ ვილასთან“ 1-1 დასრულებულ მატჩში 2000 წლის 9 დეკემბერს.[27] კერიკს კლუბმა ახალი კონტრაქტი გაუფორმა გაუმჯობესებული პირობებით, რომლის მიხედვითაც ის კლუბში რჩებოდა 2005 წლამდე.[28] 2001 წლის 20 აპრილს ის წარდგენილი იყო ინგლისის პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ნომინაციაზე თანაგუნდელ ჯო კოულთან ერთად.[29] ჯილდოს დაეუფლა „ლივერპულის“ ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი 29 აპრილს.[30] მეორე წარმატებული სეზონის შემდეგ კერიკი „ვესტ ჰემის“ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.[31] 2001-02 წლების სეზონში კერიკმა კლუბის მაისურით მონაწილეობა 23 მატჩში მიიღო.[32] კერიკმა იმ სეზონში ორი გოლი გაიტანა, პირველი იყო „ბლექბერნ როვერსთან“ 7-1 წაგებულ მატჩში 14 ოქტომბერს.[33] ათი დღის შემდეგ მეორე გოლი ლონდონურ დერბიში „ჩელსისთან“ 2-1 მოგებულ მატჩში გაიტანა.[34] სეზონის მიწურულს კერიკმა ტრავმა მიიღო, რის გამოც 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა.[35]
2002-03 წლების სეზონში კერიკი ხშირმა ტრავმიანობამ შეაწუხა და „ვესტ ჰემი“ პრემიერ ლიგიდან გავარდა.[14] იმის მაგივრად, რომ კლუბი დაეტოვებინა თანაგუნდელების, ჯო კოულის, ფრედერიკ კანუტის და ჯერმეინ დეფოს მსგავსად, კერიკი გუნდში დარჩა, რათა დახმარებოდა კლუბს პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში.[36] 2003-04 წლების სეზონში ვესტ ჰემი მეოთხე ადგილზე გავიდა ინგლისის საფეხბურთო ლიგის პირველ დივიზიონში[37] თუმცა, მათ 1-0 წააგეს ინგლისის საფეხბურთო ლიგის პლეიოფის ფინალში „კრისტალ პალასთან“ და პრემიერლიგის საგზური ვერ მოიპოვეს.[38] კერიკი იმ სეზონის პირველი დივიზიონის წლის სიმბოლური გუნდის წევრად დასახელდა.[39]
ტოტენჰემ ჰოტსპური
პრემიერ ლიგიდან „ვესტ ჰემის“ გავარდნიდან ერთი წლის შემდეგ კერიკმა პირველი დივიზიონის დატოვება განიზრახა და განაცხადა: „სიმართლე ის არის, რომ აღარ მინდა პირველ დივიზიონში თამაში“.[12] მას შემოთავაზებები ჰქონდა „პორტსმუთიდან“, ლონდონის „არსენალიდან“, „ევერტონიდან“, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან“ და „კრისტალ პალასიდან“, სანამ მას „ტოტენჰემ ჰოტსპური“ არ დაუკავშირდა.[40] 20 აგვისტოს, „ტოტენჰემს“ და ფეხბურთელს შორის შეთანხმება შედგა მას შემდეგ, რაც მან სამედიცინო შემოწმება გაიარა.[41] ოთხი დღის შემდეგ, კერიკი £3.5 მილიონის სანაცვლოდ კლუბს ოფიციალურად შეუერთდა.[42] მან გოლი გაიტანა „ტოტენჰემის“ სარეზერვო გუნდში, მაგრამ პირველ გუნდში 14 სექტემბრამდე არ უთამაშია, სანამ ტრავმა არ მოიშუშა.[43] კერიკს 23-ნომრიანი მაისური გადაეცა და მისი დებიუტი 18 ოქტომბერს შედგა, როდესაც მოედანზე შეცვლაზე გამოვიდა „პორტსმუთთან“ 1-0 მოგებულ მატჩში.[44][45]
კერიკს ხშირად თამაშის საშუალება არ ეძლეოდა მაშინდელი მწვრთნელის — ჟაკ სანტინის კლუბში მუშაობის დროს. გაუგებარი იყო, ნამდვილად სურდა თუ არა სანტინის კერიკის გუნდში გადასვლა და მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის შეძენა „ტოტენჰემის“ დირექტორის, ფრენკ არნესენის ინიციატივით მოხდა, და არა სანტინის სურვილით.[46][47] თუმცა, სანტინის წასვლის შემდეგ ახალი მწვრთნელი, მარტინ იოლი კერიკს კლუბის ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა ნახევარცმველის პოზიციაზე.[48][49] მან სრულად ითამაშა იოლის სადებიუტო მატჩში „ბარნლისთან“ ლიგის თასზე 9 ნოემბერს. იმ თამაშში მან მან რობი კინს საგოლე პასი გადასცა, „ტოტენჰემმა“ კი მატჩი ანგარიშით 3-0 მოიგო.[50] 18 დეკემბერს, კერიკმა გუნდს დიდი დახმარება გაუწია „საუტჰემპტონთან“ 5-1 მოგებულ მატჩში.[51][52] 2004-05 წლების სეზონში, ჩემპიონატში, „ტოტენჰემის“ მაისურით, კერიკმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა.[53][54]
2005 წლის 3 დეკემბერს კერიკმა პირველი გოლი გაიტანა „ტოტენჰემის“ მაისურით „სანდერლენდთან“ 3-2 მოგებულ მატჩში.[55] მან მეორე გოლი 2006 წლის 8 აპრილს გაიტანა „მანჩესტერ სიტისთან“ ჩატარებულ საშინაო მატჩში, სადაც მისმა კლუბმა 2-1 მოიგო.[56] 22 აპრილს კერიკი ჩრდილოლონდონურ დერბიში „არსენალთან“ 1-1 ჩატარებული მატჩის შემდეგ მკაცრად გააკრიტიკეს.[57][58] 7 მაისს კერიკი ათ თანაგუნდელთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი სეზონის საბოლოო მატჩის წინა დღეს სასტუმროში საკვებით მოიწამლნენ.[59] მან თავის ყოფილ კლუბთან 2-1 მოგებულ მატჩში 63 წუთი ითამაშა. საბოლოოდ, „ტოტენჰემ ჰოტსპური“ 2 ქულით ჩამორჩა მეოთხეადგილოსან „არსენალს“ და ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდა.[60][61] 2005-2006 წლების სეზონში მან ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებიდან და მიდოსთან ერთად კლუბის ყველაზე შედეგიან მოთამაშეთა სიას შეუერთდა.[62]
მანჩესტერ იუნატედი
2006-08
10 ივნისს „ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ განაცხადა, რომ უარს ამბობდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც სერ ალექს ფერგიუსონს მაიკლ კერიკის გუნდში გადაყვანა სურდა კლუბიდან წასული ფეხბურთელის, როი კინის ნაცვლად, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანი იყო.[63] მეორე დღეს, „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა, მარტინ იოლმა განაცხადა, რომ კერიკი კლუბში დარჩებოდა: „მე არ მინდა ისეთი ფეხბურთელის დაკარგვა, როგორიცაა მაიკლი, რომელიც ჩვენი საუკეთესო ნახევარმცველი იყო გასულ სეზონში“.[64] 28 ივლისს, „ტოტენჰემმა“ განაცხადა, რომ კერიკის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერზე დათანხმდა.[65] სამი დღის შემდეგ, ტრანსფერი შედგა და შეთანხმდა კონტრაქტის პირობები.[66][67] „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დეივიდ გილმა განაცხადა, რომ ტრანსფერის საფასური £18.6 მილიონი იყო, რომლის მიხედვითაც კერიკი იმ დროსითვის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეექვსე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.[68] მას 16-ნომრიანი მაისური გადაეცა, რომლითაც წინათ კინი თამაშობდა.[69]
მისი დებიუტი 4 აგვისტოს სეზონისწინა მოსამზადებელ მატჩში „პორტუსთან“ 3-1 მოგებულ შეხვედრაში, 2006 წლის ამსტერდამის ტურნირზე შედგა.[70] კერიკს ტრავმის გამო შემდეგი მატჩის გამოტოვება მოუწია ამსტერდამის „აიაქსის“ წინააღმდეგ.[71] ტრავმის მოშუშების შემდეგ მან პირველად 23 აგვისტოს „ჩარლტონთან“ ჩემპიონატის ტურის მატჩში ითამაშა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 3-0 გაიმარჯვა.[72] სამი დღის შემდეგ, მან სტუმრად „უოტფორდთან“ 2-1 მოგებულ მატჩში ითამაშა.[73] დეკემბერში მას მცირე ტრავმის გამო ორი მატჩი გაუცდა.[74] 2006 წლის ბოლო თამაშში იგი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, სადაც „მანჩესტერმა“ „რედინგი“ დაამარცხა 30 დეკემბერს.[75] 2007 წლის 13 იანვარს, კერიკმა „მანჩესტერის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა „ასტონ ვილასთან“ შინ, 3-1 მოგებულ მატჩში.[76] ერთი თვის შემდეგ, მან პირველი გოლი ინგლისის თასზე „რედინგთან“ ფრედ, 1-1 დასრულებულ მატჩში გაიტანა, 17 თებერვალს.[77] მან გოლი გაიტანა „ბლექბერნ როვერსთან“ 4-1 მოგებულ მატჩში 31 მარტს.[78] კერიკმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი 10 აპრილს გაიტანა, როდესაც მისმა კლუბმა „რომა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაამარცხა ოლდ ტრაფორდზე, ანგარიშით 7-1.[79] მან ბოლო გოლი სეზონში „შეფილდ იუნაიტედთან“ შინ გამართულ მატჩში 17 აპრილს გაიტანა, სადაც მისმა კლუბმა 2-0 მოიგო.[80] მისი პირველი სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ წარმატებით დასრულდა და ისინი პრემიერ ლიგის გამარჯვებულები გახდნენ.[81] კერიკი მიხვდა, რომ ოუენ ჰარგრივსთან და ანდერსონ ლუის დე აბრეუ ოლივეირასთან კონკურენციის პირობებში 2007-08 წლების სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნებოდა.[82] 2007 წლის ოქტომბერში მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „რომასთან“ გამართულ საშინაო მატჩში ტრავმა მიიღო.[83] ტრავმის გამო მას ექვსი კვირის გაცდენა მოუხდა.[84] ტრავმის მოშუშების შემდეგ, 3 ნოემბერს ის მოედანზე ანდერსონის ნაცვლად დაბრუნდა „ლონდონის არსენალთან“ ფრედ, 2-2 დასრულებულ მატჩში.[85][86] კერიკმა სეზონის პირველი გოლი 2008 წლის 10 თებერვალს მანჩესტერულ დერბიში გაიტანა, სადაც იუანიტედი „სიტისთან“ დამარცხდა, ანგარიშით 1-2.[87] მან მეორე და საბოლოო გოლი იმ სეზონში ყოფილი კლუბის, „ვესტ ჰემის“ კარში 3 მაისს საშინაო მატჩში გაიტანა, რომელიც „მანჩესტერმა“ 4-1 მოიგო.[88] ასევე გაიტანა ორი გოლი ჩემპიონატში „უიგან ატლეტიკის“ კარში. 18 აპრილს, ტიტულის მოპოვებიდან ერთი კვირის შემდეგ კერიკს შესთავაზეს ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი რიო ფერდინანდთან და ვესლი ბრაუნთან ერთად.[89] საბოლოოდ, კლუბს და ფეხბურთელს შორის 18 მაისს ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც კერიკი კლუბში 2012 წლის ივნისამდე დარჩება.[90] მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობა პირველად 21 მაისს მიიღო მოსკოვში, სადაც 120 წუთი ითამაშა და ლონდონის „ჩელსი“ დაამარცხეს 2008 წლის ფინალში.[91] ძირითადი დრო 1-1 დამთავრდა და პენალტების სერიაში მისი ზუსტად შესრულებული პენალტი კლუბს ლიგის მოგებაში დაეხმარა.[92]
2008-დან დღემდე
2008-09 წლების სეზონის პირველ მატჩში „ნიუკასლ იუნაიტედთან“ კერიკი 25-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ის მატჩი ფრედ, 1-1 დამთავრდა.[93] გაირკვა, რომ კერიკს სამი კვირის გაცდენა მოუწევდა და ვერ ითამაშებდა 2008 წლის უეფა-ს სუპერთასის მატჩში სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ წინააღმდეგ 29 აგვისტოს.[94] ის მოედანზე 13 სექტემბერს დაბრუნდა, როდესაც მანჩესტერმა შინ 1-2 წააგო „ლივერპულთან“.[95] სამი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ის ექვსი კვირით ჩამოშორდებოდა ფეხბურთს იოსი ბენაიუნთან დაჯახების შედეგად მიღებული ძვლის მოტეხილობის გამო.[96] 1 ნოემბერს, კერიკმა სეზონის პირველი გოლი „ჰალ სიტისთან“ 4-3 მოგებულ საშინაო მატჩში გაიტანა.[97] მან მეორე გოლი ორი კვირის შემდეგ „სტოკ სიტისთან“ 5-0 მოგებულ საშინაო მატჩში გაიტანა[98] 2009 წელს პირველი გოლი 22 აპრილს „პორტსმუთთან“ ოლდ ტრაფორდზე გამართულ მატჩში გაიტანა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2-0 მოიგო.[99] 13 მაისს მან საგოლე პასი გადასცა კარლოს ტევესს და ერთი გოლი უიგანთან სტუმრად 2-1 მოგებულ მატჩში გაიტანა. ეს გოლი კერიკის მიერ სტუმრად გატანილი პირველი გოლი იყო „მანჩესტერის“ მაისურით, რომელიც მის კლუბს პრემიერ ლიგის მოგებაში დაეხმარა.[100][101] კერიკმა მესამედ პრემიერ ლიგა ლონდონის „არსენალთან“ ფრედ, 0-0 დასრულებული მატჩის შემდეგ მოიგო. ეს იყო „მანჩესტერის“ მე-18 ტიტული ინგლისის ჩემპიონატში.[102] 27 მაისს კერიკმა სრულად ითამაშა 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ისინი „ბარსელონასთან“ 0-2 დამაცხდნენ.[103] იმ მატჩში წაგება კერიკმა შეაფასა, როგორც ყველაზე უარესი ღამე თავის კარიერაში.[104]
30 ოქტომბერს კერიკმა პირველი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა გერმანიის ჩემპიონის „ვოლფსბურგის“ კარში, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2-1 მოიგო 2009-10 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში საკუთარ კედლებში.[105] ორი თვის შემდეგ მან პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონატში 2009-10 წლების სეზონში, ხოლო მეორე გოლი – „ევერტონთან“ 3-0 მოგებულ მატჩში.[106] დეკემბერში დაცვის კრიზისის დროს კერიკი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. „ვესტ ჰემთან“ 4-0 მოგებულ მატჩში მან ტრავმა მიიღო.[107] კერიკს მანამდე არასდროს ჰქონდა ნათამაშები მცველის პოზიციაზე, თუმცა მისი ამ პოზიციაზე თამაშით სერ ალექს ფერგიუსონი კმაყოფილი იყო.[108] 8 დეკემბერს, მან მცველის პოზიციაზე ითამაშა დარენ ფლეტჩერთან და პატრის ევრასთან ერთად „ვოლფსბურგთან“ 3-1 მოგებულ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე.[109] მან სეზონის მესამე გოლი 30 დეკემბერს „უიგან ატლეტიკთან“ 5-0 მოგებულ მატჩში, საკუთარ სტადიონზე გაიტანა.[110] 2010 წლის 25 იანვარს, კერიკმა პირველი გოლი ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ გაიტანა, სადაც იუნაიტედმა გათამაშების ნახევარფინალში 4-3 გაიმარჯვა ორი მატჩის ჯამში.[111] 6 თებერვალს კერიკმა „პორტსმუთთან“ საკუთარ სტადიონზე 5-0 მოგებულ მატჩში გაიტანა. თავდაპირველად ეს გოლი რიჩარდ ჰიუზს ავტოგოლად ჩაეთვალა,[112] თუმცა, 26 მაისს ინგლისის საეჭვო გოლების კომიტეტმა განხილვის შემდეგ კერიკს გოლი ოფიციალურად ჩაუთვალა.[113][114] 16 თებერვალს ის კარიერის მანძილზე პირველად გააძევეს მოედნიდან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო სან-სიროზე „მილანთან“ 3-2 მოგებულ მატჩში.[115] მას მეორე ყვითელი ბარათი ალეშანდრე პატოსთვის ტრავმის მიყენების გამო უჩვენეს.[116] კერიკმა 2010 წლის ინგლისის საფეხბურთო ლიგის ფინალში „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ მთელი მატჩი ითამაშა, სადაც „მანჩესტერის“ ფეხბურთელებმა 2-1 მოიგეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.[117] ეს იყო პირველი სეზონი, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშის მანძილზე ვერ მოიგო პრემიერ ლიგა, ჩემპიონის ტიტულს ლონდონის „ჩელსი“ დაეუფლა.[118] 6 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კერიკი 2010-11 წლების პრემიერ ლიგის სტარტს ტერფის ტრავმის გამო გამოტოვებდა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის საბოლოო მატჩში ირლანდიის ლიგაზე მიიღო.[119] მიუხედავად ამისა, ორი დღის შემდეგ 79 წუთი ითამაშა „ჩელსისთან“ 3-1 მოგებულ მატჩში 2010 წლის ინგლისის სუპერთასზე.[120] „მანჩესტერის“ მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა: „ის გუშინ მოვიდა, თქვა რომ ფორმაში იყო, უნდოდა ვარჯიში, ივარჯიშა და მოუნდა თამაში“.[121] 2011 წლის 3 მარტს, მან კლუბთან გააფორმა ახალი, სამწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის „წითელი ეშმაკების“ ღირსებას 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე დაიცავს.[122] კერიკმა სეზონის მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა „ჩელსისთან“ 1-0 მოგებულ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე 6 აპრილს.[123] მან საგოლე პასი გადასცა უეინ რუნის, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა შეუქო.[124][125]
2011-12 წლების სეზონის დასაწყისში, ზედიზედ მეორედ სეზონის სტარტზე, კერიკი 2011 წლის ინგლისის სუპერთასის მატჩში უემბლის სტადიონზე დაშავდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ „მანჩესტერის“ მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა წინასამატჩო განაცხადში შეიყვანა 2011 წლის 7 აგვისტოს. შესვენებაზე კერიკი მწვრთნელმა შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ტომ კლევერლეი გამოვიდა. იმ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გაიმარჯვა, ანგარიშით 3-2.[126] თამაშის მეორე დღეს ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში კერიკი მოედნიდან გაიყვანეს, რათა მცირე ტრავმა მოეშუშებინა. მის მაგივრად მოედანზე ტომ კლევერლეი შევიდა.[127] 18 დეკემბერს, კერიკმა პირველი გოლი გაიტანა უკანასკნელ 70 მატჩში და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 8 იანვარს კერიკმა 250-ე მატჩი ითამაშა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში. კერიკმა იუბილე „მანჩესტერ სიტისთან“ 3-2 გამარჯვებით იზეიმა თასის მესამე ეტაპზე. 14 იანვარს კლუბის მაისურით გაიტანა გოლი 3-0 მოგებულ მატჩში „ბოლტონ უონდერერსთან“. 83-ე წუთზე, კერიკმა პირველი გოლი გაიტანა ოლდ ტრაფორდზე 2010 წლის იანვრის შემდეგ.[128] 16 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ამსტერდამის „აიაქსთან“ სტუმრად, ამსტერდამ არენაზე 2-0 მოგებულ მატჩში კერიკმა მე-500 მატჩი ჩაატარა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით ყველა გათამაშებაში. კერიკმა 30 იარდიდან გაიტანა გოლი „ქპრ-სთან“ 2-0 მოგებულ მატჩში.
სანაკრებო კარიერა
კერიკი პირველად ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სვენ-გორან ერიქსონმა გამოიძახა 2001 წლის თებერვალში.[57] ის 31-კაციან განაცხადში ესპანეთის ნაკრებთან თამაშის წინ შეიყვანეს.[129] კერიკი მატჩში შეცვლაზე შევიდა, რომელიც მისმა ნაკრებმა 3-0 მოიგო, 28 თებერვალს.[130] სამი თვის შემდეგ მან კვლავ ითამაშა ნაკრებში,[57] მეორე ნახევარში დეივიდ ბეკჰემი შეცვალა მექსიკის ნაკრებთან 4-0 მოგებულ მატჩში.[131] მან სრულად ითამაშა ნაკრების შემადგენლობაში აშშ-ის ნაკრებთან მოგებულ (2-1) ამხანაგურ მატჩში, რომელიც 2005 წლის 28 მაისს გაიმართა.[132] სამი დღის შემდეგ კერიკმა სასტარტოში დაიწყო თამაში კოლუმბიის ნაკრებთან მატჩში, სადაც ინგლისის ნაკრებმა 3-2 გაიმარჯვა. ეს იყო მათი ბოლო მატჩი აშშ-ში ჩატარებულ მოსამზადებელ შეკრებაზე.[133]
2006 წლის 8 მაისს ერიქსონმა კერიკი ნაკრების 23-კაციან დროებით განაცხადში შეიყვანა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.[134] საბოლოოდ ის საჩემპიონატო განაცხადში შეიყვანეს, რომელიც გერმანიაში გაიმართა.[135] მას არ უთამაშია ჯგუფური ეტაპის არცერთ მატჩში, ინგლისის ნაკრები კი მეოთხედფინალში გავარდა.[136] კერიკმა ამ გათამაშებაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, როდესაც ინგლისმა ეკვადორის ნაკრები 1-0 დაამარცხა 25 ივნისის მერვედფინალურ მატჩში.[137]
კერიკი შეუმჩნეველი რჩებოდათ ინგლისის ნაკრების სხვადასხვა მწვრთნელებს, მას ამჯობინებდნენ ფრენკ ლამპარდს, სტივენ ჯერარდს და გარეტ ბერის.[138] მან 9 მატჩში ითამაშა სასტარტოში სვენ-გორან ერიქსონის და სტივ მაკლარენის მწვრთნელობის დროს.[136] ის ნაკრებში მაკლარენმა გამოიძახა გერმანიის ნაკრებთან მატჩისთვის, სადაც ინგლისმა მეტოქე 2-1 დაამარცხა 2007 წლის აგვისტოში.[139] ინგლისის ნაკრების ახლადდანიშულმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ კერიკი ნაკრების განაცხადს მიღმა დატოვა პირველ თამაშში, 2008 წლის 2 თებერვალს.[140] კაპელოს მწვრთნელობის პირველ წელს კერიკს ნაკრებში თამაშის შანსი არ ეძლეოდა.[141] თუმცა, კაპელომ ის ნაკრებში ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ გამოიძახა,[142] მაგრამ იძულებული გახდა მატჩი ტრავმის გამო გამოეტოვებინა, რომელიც ინგლისის ჩემპიონატში „ნიუკასლ იუნაიტედთან“ მატჩის დროს მიიღო.[143] 2008 წლის ნოემბერში კერიკი ნაკრებში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო გერმანიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ბერლინში.[144] იმ მატჩში კერიკმა ნახევარდაცვაში გარეტ ბერისთან ერთად ითამაშა და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მისმა ნაკრებმა კი მეტოქე 2-1 დაამარცხა.[145][146]
მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კერიკმა მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა,[147] ფაბიო კაპელომ ის მაინც შეიყვანა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისწინა მოსამზადებელი ეტაპის 30-კაციან განაცხადში 2010 წლის 11 მაისს.[148] მან 61 წუთი ითამაშა ამხანაგურ მატჩში მექსიკის ნაკრებთან 3-1 მოგებულ მატჩში, სადაც ის ტომ ჰადლსტონმა შეცვალა.[149] 2 ივნისს, კერიკი ნაკრების 23-კაციან განაცხადში შეიყვანეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა,[150] მანამდე კი 22-ნომრიანი მაისური გადასცეს.[151] კერიკს ამ გათამაშებაში არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.[152] ინგლისის ნაკრებმა გერმანიის ნაკრებთან 4-1 წააგო და გათამაშებას 27 ივნისს გამოეთიშა.[153]
6 აგვისტოს ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კერიკი ორი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებდა ტერფის ტრავმის გამო და ამხანაგური მატჩის გამოტოვება მოუწევდა უნგრეთის ნაკრებთან.[154] კაპელომ კერიკი ნაკრების განაცხადის მიღმა დატოვა და უემბლის სტადიონზე მივიდა, რათა კერიკის თამაში სუპერთასზე ენახა.[155]
სანაკრებო გოლები
21-წლამდელები
განახლებულია 2001 წლის 13 ნოემბრის თამაშების მიხედვით.[156]
# | თარიღი | ადგილი | მეტოქე | გოლი | შედეგი | გათამაშება |
---|---|---|---|---|---|---|
1. | 5 ივნისი, 2001 | ათენი, საბერძნეთი | საბერძნეთი U21 | 3–1 | 3–1 | 2002 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი |
2. | 13 ნოემბერი, 2001 | პრაიდ პარკი დერბი, ინგლისი | ჰოლანდია U21 | 1–0 | 1–0 | 2002 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, პლეი-ოფი |
სტატისტიკა
საკლუბო
სტატისტიკა განახლებულია 2015 წლის 22 მარტს ნათამაშები მატჩის შემდეგ[157][158][159]
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ლიგის თასი | ევროთასები | სხვა[nb 1] | ჯამში | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | !თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
ვესტ ჰემ იუნაიტედი | 1999–2000 | პრემიერ ლიგა | 8 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | — | 1 | 0 | 9 | 1 | |
2000–2001 | 33 | 1 | 4 | 0 | 4 | 0 | — | — | 41 | 1 | ||||
20012002 | 30 | 2 | 1 | 0 | 1 | 0 | — | — | 32 | 2 | ||||
2002–2003 | 30 | 1 | 2 | 0 | 2 | 0 | — | — | 34 | 1 | ||||
2003–2004 | პირველი დივიზიონი | 35 | 1 | 4 | 0 | 1 | 0 | — | 3 | 0 | 43 | 1 | ||
ჯამში | 136 | 6 | 11 | 0 | 8 | 0 | — | 4 | 0 | 159 | 6 | |||
სუინდონ თაუნი (იჯარით) | 1999–2000 | პირველი დივიზიონი | 6 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | — | — | 6 | 2 | ||
ბირმინგემ სიტი (იჯარით) | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | — | — | 2 | 0 | ||||
ტოტენჰემ ჰოტსპური | 2004–2005 | პრემიერ ლიგა | 29 | 0 | 7 | 0 | 3 | 0 | — | — | 38 | 0 | ||
2005–2006 | 35 | 2 | 1 | 0 | 1 | 0 | — | — | 37 | 2 | ||||
ჯამში | 64 | 2 | 8 | 0 | 4 | 0 | — | — | 75 | 2 | ||||
მანჩესტერ იუნაიტედი | 2006-2007 | პრემიერ ლიგა | 33 | 3 | 7 | 1 | 0 | 0 | 12 | 2 | — | 52 | 6 | |
2007–2008 | 31 | 2 | 4 | 0 | 1 | 0 | 12 | 0 | 1 | 0 | 49 | 2 | ||
2008–2009 | 28 | 4 | 3 | 0 | 1 | 0 | 9 | 0 | 2 | 0 | 43 | 4 | ||
2009–2010 | 30 | 3 | 0 | 0 | 5 | 1 | 8 | 1 | 1 | 0 | 44 | 5 | ||
2010–2011 | 28 | 0 | 3 | 0 | 1 | 0 | 11 | 0 | 1 | 0 | 44 | 0 | ||
2011–2012 | 30 | 2 | 2 | 0 | 1 | 0 | 7 | 0 | 1 | 0 | 41 | 2 | ||
2012–2013 | 36 | 1 | 5 | 0 | 0 | 0 | 5 | 1 | — | 46 | 2 | |||
2013–2014 | 29 | 1 | 0 | 0 | 3 | 0 | 7 | 0 | 1 | 0 | 40 | 1 | ||
2014–2015 | 16 | 1 | 2 | 0 | 0 | 0 | — | — | 18 | 1 | ||||
ჯამში | 261 | 17 | 26 | 1 | 12 | 1 | 70 | 4 | 7 | 0 | 377 | 23 | ||
ჯამში კარიერაში | 461 | 27 | 40 | 1 | 24 | 1 | 70 | 4 | 11 | 0 | 611 | 32 |
სანაკრებო
ინგლისის ეროვნული ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
2001 | 2 | 0 |
2002 | 0 | 0 |
2003 | 0 | 0 |
2004 | 0 | 0 |
2005 | 2 | 0 |
2006 | 7 | 0 |
2007 | 3 | 0 |
2008 | 1 | 0 |
2009 | 5 | 0 |
2010 | 2 | 0 |
2011 | 0 | 0 |
2012 | 4 | 0 |
2013 | 5 | 0 |
2015 | 2 | 0 |
ჯამში | 33 | 0 |
სტატისტიკა შესწორებულია 2015 წლის 31 მარტს ჩატარებული მატჩის შემდეგ[160]
ტიტულები
- ვესტ ჰემ იუნაიტედი
- ინგლისის ახალგაზრდული თასი (1): 1998–99
- მანჩესტერ იუნაიტედი
- პრემიერლიგა (4): 2006–2007, 2007–2008, 2008–2009, 2010–2011, 2012-2013
- საფეხბურთო ლიგის თასი (1): 2009–10
- ინგლისის სუპერთასი (4): 2007, 2008, 2010, 2011, 2013
- ჩემპიონთა ლიგა (1): 2007–2008
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (1): 2008
- ინდივიდუალური
- პირველი დივიზიონის სიმბოლური ნაკრები (1): 2003-04
- პრემიერ ლიგის წლის გუნდი (1): 2012-2013
- მანჩესტერ იუნაიტედის წლის ფეხბურთელი (1): 2012-2013
რესურსები ინტერნეტში
- მაიკლ კერიკის — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ბიოგრაფია ManUtd.com - ზე
- ბიოგრაფია StretfordEnd.co.u - ზე
- Premier League profile დაარქივებული 2012-10-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Hugman, Barry J. (2005). The PFA Premier & Football League Players' Records 1946–2005. Queen Anne Press, გვ. 109. ISBN 1852916656.
- ↑ Michael Carrick. Manchester United F.C.. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2014.
- ↑ Kay, Oliver (3 August 2006). „Carrick sweet on Keane's No 16 in new-look United“. London: Times Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 თებერვალი 2021. ციტირების თარიღი: 5 April 2008.
- ↑ 4.0 4.1 Anderson, Claire (24 May 2008). „Squad-strengthening tactics bring results“ (PDF). Salvationist. The Salvation Army (1143): 8–9. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 6 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 25 July 2011.
- ↑ Episode 49. TV.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 12 February 2011.
- ↑ Farington, Neil. (1 October 2006) No more Carrick cock-ups. Icnewcastle.icnetwork.co.uk. icNewcastle, The Sunday Sun. ციტირების თარიღი: 1 October 2006.
- ↑ Graeme Carrick. The Football Association. ციტირების თარიღი: 20 April 2011.
- ↑ Boshoff, Alison (9 June 2007). „With this ring I thee WAG!“. DailyMail.co.uk. Mail Online. ციტირების თარიღი: 9 June 2007.
- ↑ Pitter Patter: Michael and Lisa Carrick Welcome Baby Jacey. Kickette.com. Kickette (4 May 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 4 May 2010.
- ↑ „The East End's bright young things“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 24 January 2001. ციტირების თარიღი: 24 January 2001.
- ↑ „Michael Carrick Biography“. MichaelCarrick.azplayers.com. Michael Carrick AZ Players. 7 February 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 7 February 2011.
- ↑ 12.0 12.1 „The Blooming Careers of Joe Cole and Michael Carrick“. Buzzle.com. Buzzle. 5 December 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 5 December 2007.
- ↑ „Michael Carrick UEFA“. UEFA.com. the Union of European Football Associations. 8 February 2011. ციტირების თარიღი: 8 February 2011.
- ↑ 14.0 14.1 „Michael Carrick Stats & Info“. Manchester-Tnited-Fans-Site.com. Manchester United Fans Site. 7 February 2011. ციტირების თარიღი: 7 February 2011.
- ↑ 15.0 15.1 „Champions League Heartbreak for Carrick“. Swindon.VitalFootball.co.uk. Swindon Vital Football. 27 May 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
|first=
-ს აკლია|last=
(დახმარება) - ↑ „Swindon Town 0–0 Norwich City“. Swindon-Town-FC.co.uk. Swindon Town FC. 12 November 1999. ციტირების თარიღი: 12 November 1999. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Last Time Out“. SwindonTownFC.co.uk. Swindon Town. 13 June 2007. ციტირების თარიღი: 13 June 2007.
- ↑ „Swindon Town 1–1 Walsall“. Swindon-Town-FC.co.uk. Swindon Town. 13 June 2007. ციტირების თარიღი: 13 June 2007.
- ↑ „Carrick Swindon Town“. Swindon-Town-FC.co.uk. Swindon Town. 7 February 2011. ციტირების თარიღი: 7 February 2011.
- ↑ „Carrick Swindon Town Playing Record“. Swindon-Town-FC.co.uk. Swindon Town. 7 February 2011. ციტირების თარიღი: 7 February 2011.
- ↑ „Games played by Michael Carrick in 1999/2000“. Soccerbase.com. Soccerbase. 7 February 2011. ციტირების თარიღი: 7 February 2011.
- ↑ „Games played by Michael Carrick in 1999/2000“. WestHamStats.info. West Ham Stats. 22 April 2000. ციტირების თარიღი: 22 April 2000. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „KUMB Awards III: 99/00 Season“. KUMB.com. Knees Up Mother Brown. 30 May 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 30 May 2001.
- ↑ Isaacs, Mark. (14 February 2004) Football: The Mirror FC Interview - MICHAEL CARRICK. TheFreeLibrary.com. The Mirror. ციტირების თარიღი: 14 February 2004.
- ↑ „Lamps a guiding light for Michael“. TottenhamHotspur.com. Tottenham Hotspur. 13 January 2005. ციტირების თარიღი: 13 January 2005.
- ↑ „Games played by Michael Carrick in 2000/2001“. Soccerbase.com. Soccerbase. 8 February 2011. ციტირების თარიღი: 8 February 2011.
- ↑ „West Ham 1–1 Aston Villa“. WestHamStats.info. West Ham Stats. 9 December 2000. ციტირების თარიღი: 9 December 2000. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Webster, Rupert (8 February 2011). „CARRICK: WORTH EVERY PENNY?“. SkySports.com. Sky Sports. ციტირების თარიღი: 8 February 2011.
- ↑ „PFA's top six youngsters“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 20 April 2001. ციტირების თარიღი: 20 April 2001.
- ↑ „Sheringham wins second award“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 28 April 2001. ციტირების თარიღი: 28 April 2001.
- ↑ „KUMB Awards IV: 00/01 Season“. KUMB.com. Knees Up Mother Brown. 30 May 2001. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 30 May 2001.
- ↑ „Games played by Michael Carrick in 2001/2002“. Soccerbase.com. Soccerbase. 8 February 2011. ციტირების თარიღი: 8 February 2011.
- ↑ „Blackburn thrash West Ham“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 14 October 2001. ციტირების თარიღი: 14 October 2001.
- ↑ „Hammers shock Chelsea“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 24 October 2001. ციტირების თარიღი: 24 October 2001.
- ↑ „West Ham 2 Bolton 1“. TheSun.co.uk. The Sun. 11 May 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 11 May 2002.
|first=
-ს აკლია|last=
(დახმარება) - ↑ „Carrick Fee Up To £18.7million“. ManchesterUnited.vitalfootball.co.uk. Manchester United Vital Football. 31 Jul 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 31 Jul 2006.
|first=
-ს აკლია|last=
(დახმარება) - ↑ „Wigan 1–1 West Ham“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 9 May 2004. ციტირების თარიღი: 9 May 2004.
- ↑ „Crystal Palace 1–0 West Ham“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 29 May 2004. ციტირების თარიღი: 29 May 2004.
- ↑ „Henry retains PFA crown“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 25 April 2004. ციტირების თარიღი: 25 April 2004.
- ↑ Daley, Kieran (19 August 2004). „Tottenham take lead in the chase to sign Carrick“. Independent.co.uk. The Independent. ციტირების თარიღი: 19 August 2004.
- ↑ „Carrick deal agreed“. TottenhamHotspur.com. Tottenham Hotspur. 20 August 2004. ციტირების თარიღი: 20 August 2004.
- ↑ „Spurs confirm Carrick move“. Telegraph.co.uk. The Telegraph. 24 August 2004. ციტირების თარიღი: 24 August 2004.
- ↑ „Spurs setback for Carrick“. ThisIsLondon.co.uk. London Evening Standard. 14 September 2004. ციტირების თარიღი: 14 September 2004.[მკვდარი ბმული]
- ↑ „Carrick expected to make Spurs debut“. DailyMail.co.uk. Mail Online. 18 October 2004. ციტირების თარიღი: 18 October 2004.
- ↑ „Portsmouth 1–0 Tottenham“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 18 October 2004. ციტირების თარიღი: 18 October 2004.
- ↑ „Michael Carrick: A Spur of the moment can be the man for middle England“. Independent.co.uk. The Independent. 19 December 2004. ციტირების თარიღი: 19 December 2004.[მკვდარი ბმული]
- ↑ Hansen, Alan (8 November 2004). „Spurs heading for troubled waters“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 8 November 2004.
- ↑ „Are Spurs beginning to flourish under Jol?“. DailyMail.co.uk. Mail Online. 6 December 2004. ციტირების თარიღი: 6 December 2004.
- ↑ Barclay, Patrick (10 January 2009). „Michael Carrick holds the key to Manchester United superiority“. Telegraph.co.uk. The Telegraph. ციტირების თარიღი: 10 January 2009.
- ↑ „Burnley 0–3 Tottenham“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 9 November 2004. ციტირების თარიღი: 9 November 2004.
- ↑ „Tottenham 5–1 Southampton“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 18 December 2004. ციტირების თარიღი: 18 December 2004.
- ↑ Jolly, Richard (18 December 2004). „Defoe on fire in rout“. Sky Sports. BSkyB. ციტირების თარიღი: 18 December 2004.[მკვდარი ბმული]
- ↑ „Games played by Michael Carrick in 2004/2005“. Soccerbase.com. Soccerbase. ციტირების თარიღი: 15 April 2011.
- ↑ „Tottenham 0-0 Blackburn“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 15 May 2005. ციტირების თარიღი: 15 May 2005.
- ↑ „Tottenham 3–2 Sunderland“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 3 December 2005. ციტირების თარიღი: 3 December 2005.
- ↑ „Tottenham 2–1 Man City“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 8 April 2006. ციტირების თარიღი: 8 April 2006.
- ↑ 57.0 57.1 57.2 Stevenson, Jonathan (3 May 2006). „World Cup Scouting - Michael Carrick“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 3 May 2006.
- ↑ „Arsenal 1–1 Tottenham“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 22 April 2006. ციტირების თარიღი: 22 April 2006.
- ↑ „Probe into Spurs illness outbreak“. BBC News. British Broadcasting Corporation. 8 May 2006. ციტირების თარიღი: 8 May 2006.
- ↑ „West Ham 2–1 Tottenham“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 7 May 2006. ციტირების თარიღი: 7 May 2006.
- ↑ „Arsenal 4–2 Wigan“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 7 May 2006. ციტირების თარიღი: 7 May 2006.
- ↑ Austin, Simon (31 July 2006). „Is Carrick worth £18.6m?“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 31 July 2006.
- ↑ „Spurs admit Man Utd's Carrick bid“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 10 June 2006. ციტირების თარიღი: 10 June 2006.
- ↑ „Carrick is staying put, says Jol“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 11 June 2006. ციტირების თარიღი: 11 June 2006.
- ↑ „CLUBS AGREE DEAL ON CARRICK“. TottenhamHotspur.com. Tottenham Hotspur. 28 July 2006. ციტირების თარიღი: 28 July 2006.
- ↑ „CARRICK COMPLETES MOVE“. TottenhamHotspur.com. Tottenham Hotspur. 31 July 2006. ციტირების თარიღი: 31 July 2006.
- ↑ „Carrick completes move to Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 31 July 2006. ციტირების თარიღი: 31 July 2006.
- ↑ „Man Utd chief defends Carrick fee“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 2 August 2006. ციტირების თარიღი: 2 August 20006. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Bartram, Steve (31 July 2006). „Carrick seals United move“. ManUtd.com. Manchester United. ციტირების თარიღი: 31 July 2006.
- ↑ „Rooney & Scholes off in friendly“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 4 August 2006. ციტირების თარიღი: 4 August 2006.
- ↑ „Injury likely to sideline Carrick“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 5 August 2006. ციტირების თარიღი: 5 August 2006.
- ↑ Nurse, Howard (23 August 2006). „Charlton 0–3 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 23 August 2006.
- ↑ Cheese, Caroline (26 August 2006). „Watford 1–2 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 26 August 2006.
- ↑ Thompson, Gemma (23 December 2006). „Carrick injury not serious“. ManUtd.com. Manchester United. ციტირების თარიღი: 23 December 2006.
- ↑ Nurse, Howard (30 December 2006). „Man Utd 3–2 Reading“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 30 December 2006.
- ↑ McNulty, Phil (13 January 2007). „Man Utd 3–1 Aston Villa“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 13 January 2007.
- ↑ „Man Utd 1–1 Reading“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 17 February 2007. ციტირების თარიღი: 17 February 2007.
- ↑ Sanghera, Mandeep (31 March 2007). „Man Utd 4–1 Blackburn“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 31 March 2007.
- ↑ Bevan, Chris (10 April 2007). „Man Utd 1–1 Roma (agg 8–3)“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 10 April 2007.
- ↑ McNulty, Phil (17 April 2007). „Man Utd 2–0 Sheff Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 17 April 2007.
- ↑ „Man Utd secure Premiership title“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 6 May 2007. ციტირების თარიღი: 6 May 2007.
- ↑ Carrick willing to fight. ManchesterUnited.vitalfootball.co.uk. Vital Manchester United (28 June 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 28 June 2007.
- ↑ Nurse, Howard (2 October 2007). „Man Utd 1-0 Roma“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 2 October 2007.
- ↑ „Carrick sidelined by broken elbow“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 4 October 2007. ციტირების თარიღი: 4 October 2007.
- ↑ „Arsenal v MANCHESTER UNITED: Saha and Carrick bolster United“. DailyMail.co.uk. Mail Online. 3 November 2007. ციტირების თარიღი: 3 November 2007.
- ↑ McNulty, Phil (3 November 2007). „Arsenal 2-2 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 3 November 2007.
- ↑ Sanghera, Mandeep (10 February 2008). „Man Utd 1–2 Man City“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 10 February 2008.
- ↑ McNulty, Phil (3 May 2008). „Man Utd 4–1 West Ham“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 3 May 2008.
- ↑ „Ferdinand signs new Man Utd deal“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 18 April 2008. ციტირების თარიღი: 18 April 2008.
- ↑ „Carrick agrees new Man Utd deal“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 17 May 2008. ციტირების თარიღი: 17 May 2008.
- ↑ McNulty, Phil (21 May 2008). „Man Utd earn dramatic Euro glory“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 21 May 2008.
- ↑ Crampin, Jon (21 May 2008). „Kings of Europe!“. ManUtd.com. Manchester United. ციტირების თარიღი: 21 May 2008.
- ↑ Sanghera, Mandeep (17 August 2008). „Man Utd 1–1 Newcastle“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 17 August 2008.
- ↑ „Carrick faces three-week absence“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 18 August 2008. ციტირების თარიღი: 18 August 2008.
- ↑ Sanghera, Mandeep (13 September 2008). „Liverpool 2–1 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 13 September 2008.
- ↑ „Carrick out for up to six weeks“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 16 September 2008. ციტირების თარიღი: 16 September 2008.
- ↑ Fletcher, Paul (1 November 2008). „Man Utd 4–3 Hull“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 1 November 2008.
- ↑ Barder, Russell (15 November 2008). „Man Utd 5–0 Stoke“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 15 November 2008.
- ↑ McNulty, Phil (22 April 2009). „Man Utd 2–0 Portsmouth“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 22 April 2009.
- ↑ Bostock, Adam (13 May 2009). „Carrick eyes perfect end“. ManUtd.com. Manchester United. ციტირების თარიღი: 13 May 2009.
- ↑ McNulty, Phil (13 May 2009). „Wigan 1–2 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 13 May 2009.
- ↑ McNulty, Phil (18 May 2009). „Man Utd 0–0 Arsenal“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 18 May 2009.
- ↑ McNulty, Phil (27 May 2009). „Barcelona 2–0 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 27 May 2009.
- ↑ „Carrick sets sights on Wembley“. SkySports.com. Sky Sports. 17 October 2010. ციტირების თარიღი: 17 October 2010.
- ↑ Stevenson, Jonathan (30 September 2009). „Man Utd 2–0 Wolfsburg“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 30 September 2009.
- ↑ Sanghera, Mandeep (21 November 2009). „Man Utd 3–0 Everton“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 21 November 2009.
- ↑ Ashenden, Mark (5 December 2009). „West Ham 0–4 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 5 December 2009.
- ↑ „Injuries frustrate Manchester United manager Ferguson“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 5 December 2009. ციტირების თარიღი: 5 December 2009.
- ↑ Ashenden, Mark (8 December 2009). „Wolfsburg 1-3 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 8 December 2009.
- ↑ Lyon, Sam (30 December 2009). „Man Utd 5–0 Wigan“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 30 December 2009.
- ↑ McNulty, Phil (25 January 2010). „Man Utd 3–1 Man City (agg 4–3)“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 25 January 2010.
- ↑ Hughes, Ian (6 February 2010). „Man Utd 5–0 Portsmouth“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 6 February 2010.
- ↑ „Dubious goals“. PremierLeague.com. Premier League. 25 May 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 25 May 2010.
- ↑ Coppack, Nick (26 May 2010). „Late gift for Nani“. ManUtd.com. Manchester United. ციტირების თარიღი: 26 May 2010.
- ↑ Lyon, Sam (16 February 2010). „AC Milan 2–3 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 16 February 2010.
- ↑ „Carrick stunned by red card“. SkySports.com. Sky Sports. 17 February 2010. ციტირების თარიღი: 17 February 2010.
- ↑ McNulty, Phil (28 February 2010). „Aston Villa 1–2 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 28 February 2010.
- ↑ McNulty, Phil (9 May 2010). „Chelsea 8-0 Wigan“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 9 May 2010.
- ↑ „Manchester United's Michael Carrick out of opener“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 6 August 2010. ციტირების თარიღი: 6 August 2010.
- ↑ Fletcher, Paul (8 August 2010). „Chelsea 1-3 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 8 August 2010.
- ↑ „Man Utd boss Alex Ferguson praises Paul Scholes display“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 8 August 2010. ციტირების თარიღი: 8 August 2010.
- ↑ „Man Utd midfielder Michael Carrick signs new contract“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 3 March 2011. ციტირების თარიღი: 3 March 2011.
- ↑ McNulty, Phil (6 April 2011). „Chelsea 0-1 Man Utd“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 6 April 2011.
- ↑ Coppack, Nick (7 April 2011). „Cohorts praise Carrick“. ManUtd.com. Manchester United. ციტირების თარიღი: 7 April 2011.
- ↑ Fifield, Dominic (6 April 2011). „Chelsea 0-1 Manchester United: Five things we learned“. Guardian.co.uk. The Guardian. ციტირების თარიღი: 6 April 2011.
- ↑ United turnaround the 2011 FA Community Shield to win 3-2. BBC Sport (7 August 2011). ციტირების თარიღი: 8 August 2011.
- ↑ Carrick pulls out of England squad. BBC Sport (8 August 2011). ციტირების თარიღი: 8 August 2011.
- ↑ "Man Utd 3-0 Bolton" BBC Sport. 14 January 2012. Retrieved 14 January 2012.
- ↑ „Eriksson springs England shocks“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 23 February 2001. ციტირების თარიღი: 23 February 2001.
- ↑ „Sven's England off to winning start“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 28 February 2001. ციტირების თარიღი: 28 February 2001.
- ↑ „Clinical England brush Mexico aside“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 25 May 2001. ციტირების თარიღი: 25 May 2001.
- ↑ „USA 1–2 England“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 28 May 2005. ციტირების თარიღი: 28 May 2005.
- ↑ „Colombia 2-3 England“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 31 May 2005. ციტირების თარიღი: 31 May 2005.
- ↑ „Walcott & Lennon in England squad“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 8 May 2006. ციტირების თარიღი: 8 May 2006.
- ↑ „No changes to final England squad“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 15 May 2006. ციტირების თარიღი: 15 May 2006.
- ↑ 136.0 136.1 „Michael Carrick England Football Online“. EnglandFootballOnline.com. England Football Online. 4 February 2011. ციტირების თარიღი: 4 February 2011.
- ↑ „England 1–0 Ecuador“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 25 June 2006. ციტირების თარიღი: 25 June 2006.
- ↑ „22 Michael Carrick“. FIFA.com. Fédération Internationale de Football Association. 4 February 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 4 February 2011.
- ↑ McKenzie, Andrew (22 August 2007). „England 1–2 Germany“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 22 August 2007.
- ↑ Wilson, Steve (2 February 2008). „Carrick left out as Capello cuts England squad“. Telegraph.co.uk. The Telegraph. ციტირების თარიღი: 2 February 2008.
- ↑ „Five things England can learn against Spain“. Guardian.co.uk. The Guardian. 11 February 2009. ციტირების თარიღი: 11 February 2009.
- ↑ „Capello names squad“. TheFA.com. The Football Association. 16 August 2008. ციტირების თარიღი: 16 August 2008.
- ↑ Brown, Nigel (17 August 2008). „Carrick out of England squad“. Sport.co.uk. Sport News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 17 August 2008.
- ↑ „Capello 'calm' over withdrawals“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 17 November 2008. ციტირების თარიღი: 17 November 2008.
- ↑ McKenzie, Andrew (19 November 2008). „Germany 1–2 England“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 19 November 2008.
- ↑ „Michael Carrick Bio“. soccernet.espn.go.com. ESPN Soccernet. 19 November 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი 2011. ციტირების თარიღი: 19 November 2008.
- ↑ Stewart, Rob (10 May 2010). „Michael Carrick: England midfielder at World Cup 2010“. Telegraph.co.uk. The Telegraph. ციტირების თარიღი: 10 May 2010.
- ↑ „Fabio Capello makes surprise England World Cup choices“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 11 May 2010. ციტირების თარიღი: 11 May 2010.
- ↑ „England 3-1 Mexico“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 24 May 2010. ციტირების თარიღი: 24 May 2010.
- ↑ „World Cup 2010: Theo Walcott left out of England squad“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 2 June 2010. ციტირების თარიღი: 2 June 2010.
- ↑ „World Cup 2010: England announce squad numbers“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. 3 June 2010. ციტირების თარიღი: 3 June 2010.
- ↑ „Michael Carrick determined to make up for poor year“. ThisIsLondon.co.uk. London Evening Standard. 16 August 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2010. ციტირების თარიღი: 16 August 2010.
- ↑ McNulty, Phil (27 June 2010). „Germany 4–1 England“. BBC Sport. British Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 27 June 2010.
- ↑ „Manchester United's Michael Carrick out for two weeks with ankle injury“. Guardian.co.uk. The Guardian. 6 August 2010. ციტირების თარიღი: 6 August 2010.
|first=
-ს აკლია|last=
(დახმარება) - ↑ Barlow, Matt (9 August 2010). „England crisis for Fabio Capello: Wes Brown and Paul Robinson quit, 'injured' Michael Carrick plays and Ashley Cole blanks boss“. DailyMail.co.uk. Mail Online. ციტირების თარიღი: 9 August 2010.
- ↑ „European U-21 Championship 2002“. RSSSF.com. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. 7 March 2011. ციტირების თარიღი: 7 March 2011.
- ↑ Michael Carrick. westhamstats.info. ციტირების თარიღი: 14 May 2010.
- ↑ Endlar, Andrew. Michael Carrick. StretfordEnd.co.uk. ციტირების თარიღი: 23 March 2014.
- ↑ „Michael Carrick“. Soccerbase. Centurycomm. ციტირების თარიღი: 23 March 2014.
- ↑ Michael Carrick England Stats. EnglandStats.com. England Stats (21 March 2011). ციტირების თარიღი: 21 March 2011.
შენიშვნა
- ↑ შეიცავს სხვა გათამაშებებს, მათ შორის ფეხბურთის ლიგის ჩემპიონატის პლეი-ოფებს, ინგლისის სუპერთასს, უეფა-ს ინტერტოტოს თასს, უეფა-ს სუპერთასს, ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - თებერვალი 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - აგვისტო 2021
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - სექტემბერი 2021
- რჩეული სტატიები
- დაბადებული 28 ივლისი
- დაბადებული 1981
- ინგლისელი ფეხბურთელები
- ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები
- ვესტ ჰემ იუნაიტედის ფეხბურთელები
- ბირმინგემ სიტის ფეხბურთელები
- ტოტენჰემ ჰოტსპურის ფეხბურთელები
- მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები
- უეფა-ს ევროპა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები