შინაარსზე გადასვლა

მაკირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაკირა
მშობ. სახელი: ინგლ. Makira

კუნძულ მაკირის რუკა
გეოგრაფია
10°33′04″ ს. გ. 161°49′41″ ა. გ. / 10.55111° ს. გ. 161.82806° ა. გ. / -10.55111; 161.82806
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 3190,5 კმ²
უმაღლესი წერტილი 1250 მ
პროვინცია მაკირა-ულავა
დემოგრაფია
მოსახლეობა 10 000 (1999)
სიმჭიდროვე 3,134 ად. /კმ²

მაკირა (ინგლ. San Cristobal) — ვულკანური კუნძული სოლომონის არქიპელაგში[1]. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების მაკირა-ულავას პროვინციის შემადგენლობაში. კუნძულს ადრე ეწოდებოდა — სან-კრისტობალი.

კუნძულის ტოპოგრაფიული რუკა.

მაკირა მდებარეობს სოლომონის არქიპელაგის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული გუადალკანალი და მალაიტა, სამხრეთ-დასავლეთით — კუნძული რენელი. უახლესი კონტინენტიავსტრალია, მდებარეობს 1750 კმ-ის მანძილზე[1].

მაკირა — არქიპელაგის ერთ-ერთი დიდი კუნძულია. კუნძულის ხმელეთის ფართობი შეადგენს 3190,5 კმ²-ს. კუნძულის ზედაპირი წარმოადგენს მთიან ქედებს და დიდ ჭაობებს, რომლებშიც ცხოვრობენ ნიანგები[2]. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 1250 მეტრს[1].

მაკირას კუნძულის კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა[1].

კუნძულზე დასახლებები გაჩნდა დაახლოებით 1400 წლის წინ ლაპიტას კულტურის წარმომადგენელთა მიერ[2]. მაკირა1568 წელს აღმოაჩინა ესპანელმა მეზღვაურმა ალვარო მენდანია დე ნეირამ. 1893 წლის 15 მარტს კუნძულზე დამყარდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი[3] და 1971 წლამდე იყო ბრიტანეთის დასავლეთ-წყნარი ოკეანეთის ტერიტორიების ნაწილი[3]. მეორე მსოფლიო ომმა მთლიანად აუარა გვერდი კუნძულს[4]. 1978 წლიდან მაკირას კუნძული სოლომონის კუნძულების სახელმწიფოს ნაწილია.

1999 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 10 ათას ადამიანს. ტრადიციულად კუნძულზე ცხოვროპს ოთხი მკვიდრი ტომი: აროსი, ბაურო, კაჰუა და ტავარაფა[5]. მაკირას კუნძულის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — სოფელი კირაკირა. სანაპირო კუნძულებთან შორიახლოს მდებარე კუნძულებთან ერთად მაკირა ქმნის სოლომონის კუნძულების მაკირა-ულავა პროვინციას.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ლაპარაკობენ რამდენიმე მელანეზიურ ენაზე:

  • აროსი (6750 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში),
  • ბაურო (3420 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
  • კაჰუა (3000 მოლაპარაკე 1998 წელს; გამოიყენება კუნძულის სამხრეთ ნაწილში),
  • ოვა (3069 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის სამხრეთ ნაწილში),
  • ფაგანი (902 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში)[6].

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა[1]. კუნძულზე მოქმედებს აეროდრომი[2].

კუნძულის მოსახლეობა ძირითადად იკვებება ქოქოსის პალმის ნაყოფით, რომელიც იზრდება სანაპირო რაიონებში, ასევე სხვადასხვა ნაყოფებით (უპირატესად იამსი და ტარო). ასევე ამრავლებენ ღორებს, ნადირობენ და თევზაობენ[5]. ძველად ერთ-ერთი ძირითადი ხელსაქმეობა იყო კანოეს წარმოება, ხოლო ფულის როლს თამაშობდა ნიჟარები[5].

ნათესაობის გაერთიანების ძირითადი ფორმაა ბილატერალური გაფართოებული ოჯახები, რომლებიც ერთიანდებიან პატრიხაზობრივ შთამომავლობით ჯგუფებად, რომელთაგან თითოეულს მეთაურობს ბელადი, რომლის ხელისუფლება შთამომავლობითია[5]. ცხოვრება პატრილოკალურია (ანუ განისაზღვრება მამის ხაზით), შთამომავლობა მიდის მამის ხაზით. შეძლებულ მამაკაცებს შორის გავრცელებულია პოლიგამია.

მოსახლეობა თაყვანს სცემს სხვადასხვა სულებს და ღმერთებს, ასევე წინაპრებს[5].