მაკირა
მშობ. სახელი: ინგლ. Makira | |
---|---|
კუნძულ მაკირის რუკა | |
გეოგრაფია | |
10°33′04″ ს. გ. 161°49′41″ ა. გ. / 10.55111° ს. გ. 161.82806° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 3190,5 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1250 მ |
პროვინცია | მაკირა-ულავა |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 10 000 (1999) |
სიმჭიდროვე | 3,134 ად. /კმ² |
მაკირა (ინგლ. San Cristobal) — ვულკანური კუნძული სოლომონის არქიპელაგში[1]. ადმინისტრაციულად შედის მელანეზიური სახელმწიფო სოლომონის კუნძულების მაკირა-ულავას პროვინციის შემადგენლობაში. კუნძულს ადრე ეწოდებოდა — სან-კრისტობალი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკირა მდებარეობს სოლომონის არქიპელაგის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კუნძული გუადალკანალი და მალაიტა, სამხრეთ-დასავლეთით — კუნძული რენელი. უახლესი კონტინენტი — ავსტრალია, მდებარეობს 1750 კმ-ის მანძილზე[1].
მაკირა — არქიპელაგის ერთ-ერთი დიდი კუნძულია. კუნძულის ხმელეთის ფართობი შეადგენს 3190,5 კმ²-ს. კუნძულის ზედაპირი წარმოადგენს მთიან ქედებს და დიდ ჭაობებს, რომლებშიც ცხოვრობენ ნიანგები[2]. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 1250 მეტრს[1].
მაკირას კუნძულის კლიმატი ტროპიკული და ნოტიოა[1].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულზე დასახლებები გაჩნდა დაახლოებით 1400 წლის წინ ლაპიტას კულტურის წარმომადგენელთა მიერ[2]. მაკირა1568 წელს აღმოაჩინა ესპანელმა მეზღვაურმა ალვარო მენდანია დე ნეირამ. 1893 წლის 15 მარტს კუნძულზე დამყარდა ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატი[3] და 1971 წლამდე იყო ბრიტანეთის დასავლეთ-წყნარი ოკეანეთის ტერიტორიების ნაწილი[3]. მეორე მსოფლიო ომმა მთლიანად აუარა გვერდი კუნძულს[4]. 1978 წლიდან მაკირას კუნძული სოლომონის კუნძულების სახელმწიფოს ნაწილია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1999 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 10 ათას ადამიანს. ტრადიციულად კუნძულზე ცხოვროპს ოთხი მკვიდრი ტომი: აროსი, ბაურო, კაჰუა და ტავარაფა[5]. მაკირას კუნძულის ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — სოფელი კირაკირა. სანაპირო კუნძულებთან შორიახლოს მდებარე კუნძულებთან ერთად მაკირა ქმნის სოლომონის კუნძულების მაკირა-ულავა პროვინციას.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ლაპარაკობენ რამდენიმე მელანეზიურ ენაზე:
- აროსი (6750 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში),
- ბაურო (3420 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის ცენტრალურ ნაწილში),
- კაჰუა (3000 მოლაპარაკე 1998 წელს; გამოიყენება კუნძულის სამხრეთ ნაწილში),
- ოვა (3069 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის სამხრეთ ნაწილში),
- ფაგანი (902 მოლაპარაკე 1999 წელს; გამოიყენება კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში)[6].
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა და სატყეო მეურნეობა[1]. კუნძულზე მოქმედებს აეროდრომი[2].
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის მოსახლეობა ძირითადად იკვებება ქოქოსის პალმის ნაყოფით, რომელიც იზრდება სანაპირო რაიონებში, ასევე სხვადასხვა ნაყოფებით (უპირატესად იამსი და ტარო). ასევე ამრავლებენ ღორებს, ნადირობენ და თევზაობენ[5]. ძველად ერთ-ერთი ძირითადი ხელსაქმეობა იყო კანოეს წარმოება, ხოლო ფულის როლს თამაშობდა ნიჟარები[5].
ნათესაობის გაერთიანების ძირითადი ფორმაა ბილატერალური გაფართოებული ოჯახები, რომლებიც ერთიანდებიან პატრიხაზობრივ შთამომავლობით ჯგუფებად, რომელთაგან თითოეულს მეთაურობს ბელადი, რომლის ხელისუფლება შთამომავლობითია[5]. ცხოვრება პატრილოკალურია (ანუ განისაზღვრება მამის ხაზით), შთამომავლობა მიდის მამის ხაზით. შეძლებულ მამაკაცებს შორის გავრცელებულია პოლიგამია.
მოსახლეობა თაყვანს სცემს სხვადასხვა სულებს და ღმერთებს, ასევე წინაპრებს[5].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სოლომონის არქიპელაგის კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-17. ციტირების თარიღი: 2014-12-12.
- ↑ 2.0 2.1 2.2 [John Search. მაკირას კუნძული. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-20. ციტირების თარიღი: 2014-12-12. John Search. მაკირას კუნძული. (ინგლისური)]
- ↑ 3.0 3.1 Worldstatesmen. სოლომონის კუნძულები. (ინგლისური)
- ↑ Gordon L. Rottman. World War II Pacific Island Guide: A Geo-Military Study. — გვ. 100.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Everyculture. მაკირას კუნძული. (ინგლისური)
- ↑ Ethnologue. სოლომონის კუნძულების ენები. (ინგლისური)