რიცხვითი სახელი
რიცხვითი სახელი (ლათ. numerale, numeralia) — სრულმნიშვნელოვანი მეტყველების ნაწილი, რომელიც აღნიშნავს საგნის რაოდენობას, რიგს ან ნაწილს და უპასუხებს კითხვებზე: რამდენი? მერამდენე? მერამდენედი? ქართულ ენაში რიცხვითი სახელი სამგვარია: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი.
- რაოდენობითი რიცხვითი სახელი (ლათ. numeralia cardinalia) აღნიშნავს საგნის რაოდენობას. მისი კითხვაა რამდენი? — ერთი, ორი, სამი, ათი, ოცი, ასი და ა.შ..
- რიგობითი რიცხვითი სახელი (ლათ. numeralia ordinalia) გამოხატავს საგნის რიგს. მისი კითხვებია: მერამდენე? რიგით რომელი? — პირველი, მეორე, მესამე, მეათე, მეოცე, მეასე და ა.შ..
- წილობითი რიცხვითი სახელი (ლათ. numeralia distributiva) აღნიშნავს საგნის ნაწილს მთელთან შეფარდებით. მისი კითხვაა მერამდენედი? — მეორედი, მესამედი, მეათედი, მეოცედი, მეასედი და ა.შ..
რიცხვითი სახელი ძველ ბერძნულსა და ლათინურ გრამატიკებში დამოუკიდებელ მეტყველების ნაწილად არ იყო მიჩნეული. იგი გამოიყო შუა საუკუნეებში (მე-17 საუკუნიდან უკვე არსებობს). რაც შეეხება ლათინურ ენას, მას ხსენებულ (რაოდენობით, რიგობითსა და წილობით) რიცხვით სახელებთან ერთად დამატებით გააჩნია კიდევ ერთი სახის, მეოთხე რიცხვითი სახელი რიცხვითი ზმნიზედა (adverbia numeralia) ჰქვია. ლათინური რიცხვითი ზმნიზედა უპასუხებს კითხვაზე (quotiens?) მერამდენედ? მერამდენეჯერ? - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ათჯერ, ასჯერ და ა.შ..
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფეიქრიშვილი, ჟუჟუნა., ქართული ენის მორფოლოგია, თბ.: ლოგოსი, 2018.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რიცხვითი სახელი დაარქივებული 2020-11-02 საიტზე Wayback Machine. — Ice.ge
- რიცხვითი სახელი — ბიბლიოვიკი
- რიცხვით სახელთა ჯგუფები[მკვდარი ბმული] — ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი
- გვენცაძე, ალექსანდრე., ქართული ენის რიცხვითი სახელი : დამხმარე სახელმძღვანელო
|