საჭადრაკო ოლიმპიადა 2018
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 2018}} |
23 სექტემბერი - 6 ოქტომბერი 2018 ბათუმი, საქართველო
ოლიმპიადას პირველად უმასპინძლა საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქმა ბათუმმა. ტურნირი მეტად დაძაბული გამოდგა. პირველობისთვის ერთმანეთს რამდენიმე ნაკრები ეჯიბრებოდა და გამარჯვების შანსი თითქმის 15 ნაკრებს ჰქონდა. თითქმის ყოველი ტურის დამთავრების შემდეგ ცხრილს სათავეში ახალი ლიდერი ჰყავდა. მეექვსე ტურში საბოლოო ცხრილში პირველ ათეულში გასული ნაკრებებიდან ექვსმა ნაკრებმა მატჩები ვერ მოიგო. ბოლო ტურის წინ გამარჯვების ყველაზე უფრო მეტი შანსი ჩინელებს, ამერიკელებს და პოლონელებს ჰქონდათ, სადაც ერთმანეთს ჩინეთისა და აშშ-ის ნაკრებები შეხვდნენ, ხოლო პოლონეთის ნაკრები ინდოეთის ნაკრებს ეთამაშებოდა. ეს ორივე მატჩი ფრედ დამთავრდა და ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის გუნდებმა 18-18 ქულა დააგროვა, მაგრამ კოეფიციენტების მიხედვით პირველ ადგილზე ჩინელები გავიდნენ, მეორეზე ამერიკელები, ხოლო ბრინჯაოს მედლები რუსებმა მოიპოვეს. ცუდად იასპარეზეს უკრაინელებმა და უნგრელებმა, სამაგიეროდ კარგად გამოვიდნენ პოლონელები, ინგლისელები, ინდოელები, ვიეტნამელები, სომხები და ფრანგები, რომლებიც პირველ ათეულში შევიდნენ.
საქართველოს ნაკრებმა, როგორც მასპინძელმა, სამი გუნდი გამოიყვანა და დიდი წარმატებებისათვის მათ არ მიუღწევიათ. საკმაოდ მოულოდნელი იყო პირველი ნაკრების მარცხი მეოთხე ტურში ლიეტუველებთან, მერვე ტურში მოლდოველებთან და ფრე მეათე ტურში ეგვიპტელებთან. საბოლოოდ საქართველოს პირველი ნაკრები 14 ქულით 28-ე ადგილზე გავიდა. მეორე ნაკრები 13 ქულით 43-ე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე ნაკრებმა ასევე 13 ქულით 51-ე ადგილი დაიკავა.
ტექნიკური შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონაწილეობდა 180 ქვეყნის 185 ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად.
- 1 ჩინეთი - 18
- 2 აშშ - 18
- 3 რუსეთი - 18
- 4 პოლონეთი - 17
- 5 ინგლისი - 17
- 6 ინდოეთი - 16
- 7 ვიეტნამი - 16
- 8 სომხეთი - 16
- 9 საფრანგეთი - 16
- 10 უკრაინა - 16
- 16 ქულა
11. შვედეთი, 12. ჩეხეთი, 13. გერმანია, 14. ავსტრია,
- 15 ქულა
15. აზერბაიჯანი, 16. უზბეკეთი, 17. ირანი, 18. უნგრეთი, 19. ეგვიპტე, 20. საბერძნეთი, 21. ყაზახეთი, 22. მონღოლეთი, 23. კანადა, 24. ლიეტუვა,
- 14 ქულა
25. ესპანეთი, 26. ხორვატია, 27. რუმინეთი, 28. საქართველო-1, 29. ნორვეგია, 30. ბელარუსი, 31. მოლდოვა, 32. სლოვენია, 33. იტალია, 34. შვეიცარია, 35. ავსტრალია, 36. მონტენეგრო, 37. ფილიპინები, 38. ეკვადორი,
- 13 ქულა
39. ისრაელი, 40. ნიდერლანდები, 41. არგენტინა, 42. თურქეთი, 43. საქართველო-2, 44. დანია, 45. ლატვია, 46. ფინეთი, 47. პორტუგალია, 48. ჩრდილოეთი მაკედონია, 49. პერუ, 50. თურქმენეთი, 51. საქართველო-3, 52. სერბეთი, 53. ალბანეთი, 54. ესტონეთი, 55. კოსტა-რიკა, 56. ბანგლადეში, 57. ინდონეზია, 58. იაპონია, 59. ზიმბაბვე, 60.IPCA,
- 12 ქულა
61. კუბა, 62. ჩილე, 63. ბრაზილია, 64. კოლუმბია, 65. ბოსნია და ჰერცეგოვინა, 66. სლოვაკეთი, 67. პარაგვაი, 68. ისლანდია, 69. მაროკო, 70. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 71. ბელგია, 72. ტაჯიკეთი, 73. მონაკო, 74. მექსიკა, 75. ყირგიზეთი, 76. ნიგერია, 77. ურუგვაი, 78. კოსოვო, 79. იემენი, 80. ავღანეთი, 81. გვატემალა,
- 11 ქულა
82. ირლანდია, 83. მადაგასკარი, 84. დომინიკანელთა რესპუბლიკა, 85. სინგაპური, 86. ალჟირი, 87. ახალი ზელანდია, 88. ლუქსემბურგი, 89. ვენესუელა, 90. არაბთა გაერთიანებული საამიროები, 91. სუდანი, 92. სალვადორი, 93. მალაიზია, 94. შოტლანდია, 95. ტუნისი, 96. პანამა, 97. ბარბადოსი, 98. ბოტსვანა, 99. მოზამბიკი, 100. უელსი, 101.IBCA,
- 10 ქულა
102. ბოლივია, 103. ფარერის კუნძულები, 104. უგანდა, 105. ანდორა, 106. უგანდა, 107. ერაყი, 108. სამხრეთი კორეა, 109. ზამბია, 110. ბაჰრეინი, 111. ნეპალი, 112. შრი-ლანკა, 113. ჩინეთის ტაიბეი, 114. პალესტინა, 115. ომანი, 116. სამხრეთი სუდანი, 117. იამაიკა, 118. ბრუნეი, 119. ტრინიდადი და ტობაგო, 120. ჰონდურასი, 121. ნიკარაგუა,
- 9 ქულა
122.ICCD, 123. მიანმარი, 124. ანგოლა, 125. სირია, 126. ლიბანი, 127. მალტა, 128. ნამიბია, 129. ქუვეითი, 130. ლიბერია, 131. ლიხტენშტაინი, 132. მალავი, 133. ლიბია, 134. პუერტო-რიკო, 135. მალი, 136. იორდანია, 137. ჰაიტი, 138. გაიანა, 139. მალდივი, 140. სურინამი. 141. ჯერზი, 142. მავრიკი, 143. კენია, 144. გერნსი, 145. მაკაო, 146. სან-ტომე და პრინსიპი, 147. სომალი,
- 8 ქულა
148. ეთიოპია, 149. კვიპროსი. 150. ნიდერლანდების ანტილის კუნძულები, 151. ტაილანდი, 152. განა. 153. გუამი, 154. სიერა-ლეონე, 155. ესვატინი, 156. კამერუნი, 157. საუდის არაბეთი, 158. ერიტრეა,
- 7 ქულა
159. კატარი, 160. სან-მარინო, 161. პაპუა-ახალი გვინეა, 162. ბერმუდის კუნძულები, 163. ნაურუ, 164. არუბა, 165. სენეგალი, 166. ლესოთო, 167. კოტ-დ’ივუარი, 168. ტანზანია, 169. გამბია, 170. კაბო-ვერდე, 171. მავრიტანია, 172. ბურუნდი,
- 6 ქულა
173. კონგო, 174. ტოგო, 175. ბაჰამის კუნძულები, 176. აღმოსავლეთი ტიმორი, 177. ჯიბუტი, 178. პალაუ, 179. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა,
- 5 ქულა
180. სეიშელის კუნძულები, 181. რუანდა, 182. აშშ-ის ვირჯინის კუნძულები,
- 4 ქულა
183. გაბონი,
- 1 ქულა
184. ანტიგუა და ბარბუდა.
ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლირენ დინგი 5,5 (+3=5-0), იანგი იუ 7 (+4=6-1), იი ვეი 3,5 (+2=3-2), ბუ სიანჯი 7,5 (+5=5-0), ჩაო ლი 5 (+3=4-1).
ფაბიანო კარუანა 7 (+4=6-0), უესლი სოუ 7,5 (+5=5-1), ჰიკარუ ნაკამურა 4,5 (+1=7-1), სამუელ შანკლანდი 7 (+5=4-1), რეი რობსონი 3 (+2=2-0).
სერგეი კარიაკინი 6,5 (+3=7-0), იან ნეპომნიაში 7,5 (+5=5-0), ვლადიმერ კრამნიკი 6,5 (+5=3-1), ნიკიტა ვიტიუგოვი 6,5 (+3=7-0), დიმიტრი იაკოვენკო 2 (+1=2-2).
საქართველოს ნაკრების შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- I ნაკრები ბაადურ ჯობავა 4,5 (+3=3-3), მიხეილ მჭედლიშვილი 4 (+2=4-2), ივან ჩეპარინოვი 7 (+4=6-0), ლევან ფანცულაია 5 (+3=4-1), დავით ჯოჯუა 6 (+4=4-1).
- II ნაკრები ლუკა პაიჭაძე 6,5 (+4=5-0), დავით მაღალაშვილი 4 (+2=4-3), თორნიკე სანიკიძე 6,5 (+4=5-1), ირაკლი ბერაძე 3,5 (+2=3-2), გიგა ყუფარაძე 5 (+3=4-2).
- III ნაკრები ნოე თუთისანი 6 (+4=4-2), ლუკა ობოლაძე 2,5 (+2=1-5), ნიკოლოზ პეტრიაშვილი 6,5 (+3=7-0), ნიკოლოზ კაჭარავა 2,5 (+2=1-4), გიორგი სიბაშვილი 8 (+8=0-1).
საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
ლირენ დინგი | ჩინეთი | 2873 |
ფაბიანო კარუანა | აშშ | 2859 |
ანიშ გირი | ნიდერლანდები | 2814 |
მეორე დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
ნგუიენ ნგოკ ტრუონგ სონი | ვიეტნამი | 2804 |
იან ნეპომნიაში | რუსეთი | 2790 |
თეიმურ რაჯაბოვი | აზერბაიჯანი | 2788 |
მესამე დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
ხორხე კორი | პერუ | 2925 |
ვლადიმერ კრამნიკი | რუსეთი | 2770 |
კაცპერ პიორუნი | პოლონეთი | 2765 |
მეოთხე დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
დანიელ ფრიდმანი | გერმანია | 2814 |
ბუ სიანჯი | ჩინეთი | 2774 |
რაუფ მამედოვი | აზერბაიჯანი | 2740 |
სათადარიგო დაფა | ქვეყანა | ქ |
---|---|---|
ანტონ კორობოვი | უკრაინა | 2773 |
ილია სმირინი | ისრაელი | 2746 |
ქრისტიან ბაუერი | საფრანგეთი | 2743 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|