ხელფრთიანები
ხელფრთიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Chiroptera | ||||||||||||
ქვერიგი | ||||||||||||
(იხილეთ კლასიფიკაცია) მრავალსახეობა:19 ოჯახი, 187 გვარი, 951 სახეობა | ||||||||||||
|
ხელფრთიანები ცხოველების რიგი ძუძუმწოვრების კლასისა. შეგუებულნი არიან ჰაერში ხანგრძლივად ფრენას. წინა კიდურები ფრთებად აქვთ გარდაქმნილი. თავისუფალია მხოლოდ პირველი თითი. კუდი (თუ აქვთ) მოქცეულია საფრენ აპკში. ყურები კარგადაა განვითარებული, ზოგს (ყურდიდა ღამურა-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდებიან 2 ქვერიგში: ხილიჭამია ხელფრთიანები და მწერიჭამია ხელფრთიანები. გავრცელებული არიან თითქმის მთელ მსოფლიოში, გარდა არქტიკული მხარეებისა და ზოგიერთი ოკეანური კუნძულებისა. საქართველოში გვხვდება 22 სახეობა, რომელთაგან 7 შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში და საყოველთაო დაცვას ექვემდებარება. ხელფრთიანების ყველაზე მეტი სახეობები ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში გვხვდება. სარჩოს საძენბელად გამოდიან საღამოს, ღამე ან დილით ადრე. დანარჩენ დროს თავდაყირა არიან ჩამოკიდებული. ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ მრავლდებიან. შობენ 1-2 ნაშიერს. მწერიჭამიებს მავნე მწერების განადგურებით სარგებლობა მოაქვთ.
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელფრთიანები (Chiroptera) შედგება ორი ქვერიგის, 19 ოჯახის, 187 გვარისა და 951 სახეობისაგან.
- ქვერიგი ხილიჭამია ხელფრთიანები (Megachiroptera)
- მფრინავი მელა (ფრთეულასებრნი): ოჯახი Pteropopidae 44 გვარის 175-მდე სახეობა
- ქვერიგი მწერიჭამია ხელფრთიანები (Microchiroptera)
- თაგვისკუდა ღამურები (ნაცხვირალასებრნი): ოჯახი Rinopomatidea ერთი გვარის 3 სახეობა
- ღორისდინგოსანი ღამურები: ოჯახი Craseonycteridae ერთი სახეობა
- კუდტომრისებრი ღამურები: ოჯახი Mballonuridae 13 გვარი 50-მდე სახეობა
- თევზისმჭამელი ღამურები: ოჯახი Noctilionidae ერთი გვარი 2 სახეობა
- ვიწროსახიანი ღამურები: ოჯახი Ycteridae ერთი გვარი 12-მდე სახეობა
- ცრუ ვამპირები: ოჯახი Egadermatidae სამი გვარი ხუთი სახეობა
- ნალცხვირა ღამურები: ოჯახი Rhinolophidae ერთი გვარის 70-მდე სახეობა
- ფოთოლცხვირა ღამურები: ოჯახი Hipposideridae ცხრა გვარის 61 სახეობა
- ამერიკული ფოთოლცხვირები: ოჯახი Phyllostomatidae 47 გვარის 140-მდე სახეობა
- ფოთოლნისკაპა ღამურები: ოჯახი Mormoopidae ორი გვარის რვა სახეობა
- ვამპირები: ოჯახი Desmodontidae სამი გვარის სამი სახეობა
- ყურძაბრა ღამურები: ოჯახი Natalidae ერთი გვარის რვა სახეობა
- უცერო ღამურები: ოჯახი Uripteridae ორი გვარის ორი სახეობა
- ამერიკული საწოვარფეხა ღამურები: ოჯახი Thyropteridae ერთი გვარის ორი სახეობა
- მადაგასკარის საწოვარფეხა ღამურები: ოჯახი Myzopodidae ერთი სახეობა
- ჩვეულებრივი ღამურები: ოჯახი Vespertilionidae 42 გვარის 320-მდე სახეობა
- ახალზელანდიური ღამურები: ოჯახი Ystacinidae ერთი გვარის ორი სახეობა
- ბულდოგისებრი ღამურები: ოჯახი Mollosidae 12 გვარის 91 სახეობა