ჯეიმზ კეგნი
ჯეიმზ კეგნი | |
---|---|
დაბადების სახელი | ჯეიმზ ფრენსის კეგნი უმცროსი |
დაბადების თარიღი |
17 ივლისი, 1899 ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
30 მარტი, 1986 (86 წლის) სტენფორდი, აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი მოცეკვავე |
აქტიური | 1919–1984 წწ. |
ჯეიმზ ფრენსის კეგნი უმცროსი (ინგლ. James Cagney; დ. 17 ივლისი, 1899 — გ. 30 მარტი, 1986) — ამერიკელი თეატრისა და კინოს მსახიობი და მოცეკვავე. ცნობილია თავისი თანმიმდევრული ენერგიული წარმოდგენებით, განმასხვავებელი ვოკალური სტილითა და უემოციო კომიკური ტაიმინგით, რითაც მოიპოვა საყოველთაო აღიარება და ფართო და მრავალმხრივი გამოსვლებისათვის მთავარი ჯილდოებიც დაიმსახურა. მაყურებელს თავი დაამახსოვრა მრავალმხრივი მაგარი ბიჭების როლის შესრულებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „საზოგადოების მტერი“ (1931), „ტაქსი!“ (1932), „ანგელოზები ბინძური სახეებით“ (1938), „ხმაურიანი ოციანები“ (1939) და „თეთრი ცხელება“ (1949). ფილმებში გვევლინებოდა როგორც მოცეკვავე და აკადემიის ჯილდო მოიპოვა მიუზიკლში შესრულებული როლისთვის („იანკი დუდლ დენდი“). 1999 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა ჰოლივუდის ოქროს ხანის AFI-ის 100 წელი... 100 ვარსკვლავი მამაკაცი მსახიობების რეიტინგში იგი მე-8 ადგილზე განაწესა. ორსონ უელსმა კეგნი დაახასიათა როგორც „ალბათ, კამერის წინაშე ოდესმე გამოჩენილი უდიდესი მსახიობი“.