28 ივნისი
იერსახე
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
28 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 179-ე დღე (ნაკიან წლებში – 180-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 186 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1098 : პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნებმა კერბოღა დაამარცხეს მოსულში.
- 1243 : ინოკენტი IV რომის პაპი გახდა.
- 1389 : ოსმალებმა სერბები დაამარცხეს კოსოვოსთან, რამაც ოსმალებს გზა გაუხსნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დასაპყრობად.
- 1519 : კარლ V საღვთო რომის იმპერატორი გახდა.
- 1635 : გვადელუპა საფრანგეთის კოლონია გახდა.
- 1644 : მოხეტიალე თეატრის მსახიობი ჟან ბატისტ პოკლენი პირველად წარდგა პუბლიკის წინაშე ფსევდონიმით მოლიერი.
- 1651 : ბერესტეცკოს ბრძოლა დაიწყო პოლონელებსა და უკრაინელებს შორის.
- 1816: სანქტ-პეტერბურგში პირველი ბირჟა გაიხსნა.
- 1838 : დედოფალ ვიქტორიას კურთხევა.
- 1881 : ავსტრია და სერბია საიდუმლო ხელშეკრულებას დებენ.
- 1895 : სალვადორი, ჰონდურასი და ნიკარაგუა ცენტრალური ამერიკის ფედერაციულ რესპუბლიკას ქმნიან.
- 1914 : სარაევოში სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპმა მოკლა ავსტრიის იმპერიის უფლისწული ფრანც ფერდინანდი და მისი ცოლი სოფია, რაც პირველი მსოფლიო ომის გამომწვევი საბაბი გახდა.
- 1919 : ვერსალის ხელშეკრულება დაიდო, რითაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი გერმანიასთან.
- 1927 : დაარსდა ესპანური ავიაკომპანია იბერია.
- 1933 : მოსკოვში დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია ბოშათა დაპატიმრების და გასახლების მიზნით. ამ ოპერაციის შედეგად 5470 ბოშა გაასახლეს მოსკოვიდან.
- 1940 : რუმინეთი საბჭოთა კავშირს ბესარაბიას (დღევ. მოლდოვა) უთმობს .
- 1950 : ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა სეული დაიპყრეს.
- 1960 : კუბამ კუნძულზე მდებარე აშშ-ის ნავთობსარეწი საწარმოების კონფისკაცია მოახდინა.
- 1967 : ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმს იპყრობს.
- 1969 : სტოუნუოლის ჯანყი დაიწყო ქალაქ ნიუ-იორკში.
- 1992 : ესტონეთის კონსტიტუცია შევიდა ძალაში.
- 1996 : უკრაინის კონსტიტუცია შევიდა ძალაში.
- 1997 : მაიკ ტაისონს მატჩის ხელმეორედ თამაშისთვის დისკვალიფიკაცია მიენიჭა ოპონენტის, ევანდერ ჰოლიფილდისთვის ყურის მოჭმის გამო.
- 2001 : სლობოდან მილოშევიჩი ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგა სამხედრო დანაშაულების ბრალდებით.
- 2004 : კოალიციურმა დროებითმა ხელმძღვანელობამ მმართველობა ერაყის დროებით მთავრობას გადასცა, რითაც დასრულდა ქვეყანაში აშშ-ის მმართველობა.
- 2004 : ესტონეთი, ლიტვა და სლოვენია ევროპის გაცვლითი კურსის მექანიზმს უერთდებიან.
- 2005 : კანადაში ლეგალიზებულ იქნა ერთი სქესის წყვილთა ქორწინება.
- 2006 : მონტენეგრო გაეროს 192-ე წევრი გახდა გაეროს გენერალური ასამბლეის 60/264 რეზოლუციით.
- 2007 : ახალქალაქის სამხედრო ბაზა რუსეთმა საქართველოს ოფიციალურად გადასცა.
- 2009 : ჰონდურასის პრეზიდენტი მანუელ სელაია ჩამოაგდო ხუნტამ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების გარშემო შექმნილი უთანხმოების ფონზე.
- 2014 : საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმეს.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1577 : რუბენსი, პეტერ პაულ — ფლამანდელი მხატვარი
- 1712 : რუსო, ჟან-ჟაკ — შვეიცარიელი ფილოსოფოსი (გ.1778)
- 1921 : რაო, ნარასიმჰა — ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1991−1996 (გ.2004)
- 1940 : იუნუსი, მუჰამედ — ბანგლადეშელი ბანკირი და ეკონომისტი.
- 1984 : ანიტა რაჭველიშვილი — ქართველი მეცო-სოპრანო
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 548: ნეტარი თეოდორა — ბიზანტიის დედოფალი, იუსტინიანე I-ის მეუღლე.
- 1836 : ჯეიმზ მედისონი — აშშ-ის მე-4 პრეზიდენტი (დ.1751)
- 1941 : ანდრია ბენაშვილი — ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე
- 1943 : ჰეკი, ფილიპ — გერმანელი იურისტი
- 1982 : ასათიანი, გურამ — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი
- 1982 : ბენაშვილი, დიმიტრი — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე
- 2010 : ალგირდას ბრაზაუსკასი — ლიტვის პირველი პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყაზახეთი - კავშირგაბმულობის და ინფორმაციის მუშაკთა დღე
- პოლონეთი - 1956 წლის ივნისში პოზნანის აჯანყების მონაწილეთა ხსოვნის დღე
- უკრაინა - კონსტიტუციის დღე
საეკლესიო დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ამოს წინასწარმეტყველი
- სტეფანე მოციქული
- დულა კილიკიელი
- წმინდა მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია მზრდელი
- ორტისი ტაბენისიოტელი
- დულა მეგვიპტელი
- იერონიმე სტრიდონელი
- ნეტარი აგვუსტინე
- აღმოყვანება ნაწილთა თეოდორე სიკიელისა, ანასტასიოპოლელ ეპისკოპოსისა
- ლაზარე სერბი
- წმინდა ეფრემი
- იონა საკვირველთმოქმედი
- წმინდა მიხეილი
- გრიგოლ და კასიანე