In the Flesh (ტურნე)
იერსახე
In the Flesh | ||||
---|---|---|---|---|
მონრეალის კონცერტის პოსტერი | ||||
ტურნე, გამართული პინკ ფლოიდის მიერ | ||||
ჩატარების ადგილები | ევროპა, ამერიკა | |||
დაკავშირებული ალბომი | Animals | |||
დაწყების თარიღი | 23 იანვარი 1977 | |||
დასრულების თარიღი | 6 ივლისი 1977 | |||
კონცერტების რაოდენობა | 55 | |||
პინკ ფლოიდის კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
In the Flesh (აგრეთვე ცნობილი როგორც Animals Tour) — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1977 წლის საკონცერტო ტურნე. კონცერტების ეს სერია ჩატარდა ალბომის Animals მხარდასაჭერად.
ბევრი მსმენელისათვის იგი ცნობილია 6 ივლისს მონრეალში გამართულ საბოლოო კონცერტზე მომხდარი ინციდენტით. ჯგუფის ლიდერმა, როჯერ უოტერსმა სცენის წინ რიგში მდგომ მსმენელს სახეში შეაფურთხა. მანამდე მთელი ტურნეს მანძილზე იგი ღიზიანდებოდა მსმენელთა ქცევის გამო, ძირითადად იმ მიზეზით, რომ კონცერტების გამართვის ადგილებში მსმენელები ზედმეტად ხმაურობდნენ და მას დაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ[1]. ტურნეს შემდეგ მუსიკოსი გრძნობდა მსმენელისგან გაუცხოებას, რაც აისახა ალბომში The Wall.[2]
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დეივიდ გილმორი - ვოკალი, გიტარა
- როჯერ უოტერსი - ვოკალი, ბას გიტარა
- რიჩარდ რაიტი – კლავიშები, ვოკალი
- ნიკ მეისონი – დასარტყმელი საკრავები
- დამატებითი შემსრულებლები
- სნოუი უაიტი – გიტარები
- დიკ პერი – საქსოფონი, დამატებითი კლავიშებიანი საკრავები
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განყოფილება 1 - Animals:
- „Sheep“
- „Pigs on the Wing (Part I)“
- „Dogs“
- „Pigs on the Wing (Part II)“
- „Pigs (Three Different Ones)“
განყოფილება 2 - Wish You Were Here:
- „Shine On You Crazy Diamond (Parts I–V)“
- „Welcome to the Machine“
- „Have a Cigar“
- „Wish You Were Here“
- „Shine On You Crazy Diamond (Parts VI–IX)“
- ბისზე
- მეორე ბისზე
- Careful with That Axe, Eugene“ - შესრულდა მხოლოდ ერთხელ, ოკლენდში (კალიფორნია)
- Drift Away Blues“ - შესრულდა მხოლოდ ერთხელ, მონრეალში (კანადა)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|