Favorite films
Don’t forget to select your favorite films!
Don’t forget to select your favorite films!
ასეთი სიგიჟე ფილმი დიდი ხანია არ მინახავს. გადაღება, ფერები, მუსიკალური გაფორმება და პერსონაჟები. იდეალური იყო თავიდან ბოლოდმე. რენდომად დაჭრილი კადრებიც კი გამიზნული და იდეალური ჩანდა ჩემთვის. იშვიათად გვხვდება ასეთ თემებზე აწყობილი სიუჟეტები და ეს ნიუანსი დასაფასებელია. ხელოვნების ნიმუშია, ოღონდ არ ცდილობს რომ იყოს, თავისი არსით არის და სწორედ ამიტომაც ვუწერ 5 ვარსკვლავს. არ არის ჩემთვის მხოლოდ სიყვარულის მეტაფორაზე აწყობილი სიუჟეტი, ერთიანად რომ შევხედოთ, თუმცა ეგ თემაც ძალიან საინტერესო და ახალია. მოკლედ, მაგარია, არ მოველოდი ამდენად თუ მომეწონებოდა, მაგრამ ასე სიურპრიზებით სავსეა ხელოვნება.