Favorite films
Don’t forget to select your favorite films!
Don’t forget to select your favorite films!
ერი, რომლისთვისაც თავისუფლება და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ნაცად ხერხსა თუ მეთოდს გამოიყენებს კოლონიალიზმის მარწუხებისგან თავის დასაღწევად. მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს თან ერთვის სამართლებრივი იდეებით შენიღბული სახელმწიფოსგან ადამიანთა უფლებების დარღვევა, შევიწროვება, ტანჯვა და ასე შემდეგ. ალჟირიც სწორედ ამის ერთ-ერთი მაგალითია.
სულაც არ გამკვირვებია, რომ თავის დროზე იმპერიალისტურმა ქვეყნებმა ფილმი გააკრიტიკეს და აკრძალეს კიდევაც. ბევრმა ტერორიზმის პროპაგანდადაც აღიქვა თურმე :დ
აკი კაურისმაკის ფილმები უნიკალურია მინიმალისტური სტილითა და უბრალოებით. ყველა კადრი არის გაჟღენთილი მელანქოლიითა და სევდით. პერსონაჟები ემოციებს არ გამოხატავენ, მაგრამ შინაგანად ძალიან ცოცხლები და მგზნებარენი არიან. ხაზგასმითაა ნაჩვენები მუშათა კლასის უსუსურება და სასტიკი სამყარო, რომელიც თანდათან ლპება. ფილმის ყურებისას ცხადად შეიგრძნობ, რომ ცხოვრებაც ისეთივე დაუნდობელი და ცივია, როგორც ფინური ზამთარი.
მიხარია, რომ წინა წელს კაურისმაკის სახით კიდევ ერთი მშვენიერი რეჟისორი აღმოვაჩინე <33 ბრავო