Anos vkitxe rame wholesome pilmi mirchiemetqi da amas uyureo, no regrets tho
Favorite films
Recent activity
AllRecent reviews
MorePopular reviews
More-
Only Yesterday 1991
არ ვიცი აქამდე სად ვიყავი მაგრამ ამაყად დაიკავებს ეს გიბლი ჩემს ტოპ საყვარელ გიბლიებში ადგილს.
პატარა ელენე გამახსენა, თავისი ოცნებებით, ხან ცურვის მასწავლებლობა რომ უნდოდა, ხან ექიმობა, ხან მხატვრობა… ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებთან ერთადაც გამოვიარე სკოლის ერთი შეხედვით მოსაბეზრებელი ყოველდღიურობა, არადა ახლა რომ ვუკვირდები რამდენი რამ განსაზღვრა ჩემში:’)
ფიზკულტურის გაკვეთილიც კი გამახსენდა, რომელსაც ვერ ვიტანდი, მაგრამ რეალურად ყველაზე კარგ დროს იმ ჩახუთულ სარდაფ-სპორტდარბაზში ვატარებდით ხოლმე.და რა თქმა უნდა, სოფლის ცხოვრება<3
უამრავ ჩემთვის მტკივნეულ თუ სასიამოვნო თემას შეეხო ეს საყვარელი ანიმე და სულ გულით ვატარებ❤️🩹
Translated from by -