დასასრული ხდის ჩემთვის ამ ფილმს მაგარს. უყურებ და გგონია რაღაც შეიცვლება ბოლოს, ისევ ერთად თუ ვერ იბოდიალებენ ნიუ იორკის ქუჩებში, უფრო მეტ დროს მაინც გაატარებენ ძველებურად, მაგრამ გენიალურობა ისაა რომ არაფერი იცვლება, როგორც დაიწყეს ისე დამთავრდა.
გულს მიჩუყებდა მათი უპირობო სიყვარული. მთელი ფილმი ვფიქრობდი რომელი ვიქნებოდი მე ან თეკო 10-15 წელიწადში. ბიძაშვილები პოლონეთში მიდიან სამოგზაუროდ - ძალიან ნაცნობი სიუჟეტი.
მომეწონა დევიდის მონოლოგი მაგიდასთან. მომეწონა ბენჟის შემაშინებელი გულახდილობა მაგრამ გავუგე დევიდს, როცა დაიღალა ბენჟის მარადიული არაპროგნოზირებადობით.
„ადრე ყველაფერზე ტიროდი” - RATOM…