manana_60

manana_60

Favorite films

  • Kiss of the Spider Woman
  • The Father
  • The Edge of Heaven
  • The Act of Killing

Recent activity

All
  • Kes

  • Stopped on Track

  • Odcházení

  • Lady Windermere's Fan

Recent reviews

More
  • Kes

    Kes

    თავად სიუჟეტი თითქოს არც არაფერი, იყო ბიჭი, ჰყავდა შევარდენი და მერე ეს მეგობრობა ტრაგიკულად დასრულდა.
    მაგრამ გარემო, ატმოსფერო, "მეორეხარისხოვანი" სიუჟეტური ხაზები, ფონი, ურთიერთდამოკიდებულებები, სახეები. ფეხბურთის სცენა ხომ საერთოდ სუპერ.
    ვფიქრობ, კენ ლოუჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია, თუ ყველაზე არა.

  • Stopped on Track

    Stopped on Track

    ახალგაზრდა ოჯახი: ცოლი, ქმარი, ორი შვილი. მოულოდნელად კაცს თავის ტვინის სიმსივნეს დაუდგენენ. ფილმი მოგვითხრობს მის კვდომის ისტორიას ოჯახურ ატმოსფეროში. მოგვითხრობს რეალისტურად, ზედმეტი ნატურალიზმისა და, ამავე დროს, სენტიმენტალიზმისა ან დრამატიზმის გარეშე.
    და მერე რა?
    პ.ს. ეტყობა, არ შემეხო. სრულიად არ მახსოვს. 2025

Popular reviews

More
  • Jubilee

    Jubilee

    დედოფალ ელიზაბეტი თანამედროვე (1970-იანი წლების) ინგლისში. ქაოსი, ძალადობა, წარსულის ნამსხვრევები, რომლებიც ახალგაზრდობისთვის აღარაფერს ნიშნავს, პანკ-კულტურა ყვავის.
    მიუხედავად გროტესკულობისა და უტრირებისა, დროის სულისკვეთების დაჭერას, ვფიქრობ, ახერხებს.

  • The Room Next Door

    The Room Next Door

    ★★★

    უნდა მომწონებოდა?
    ერთი შეხედვით, ვერაფერს დაუწუნებ. ერთი ისაა, რომ ალმოდოვარი მეტისმეტად "ნატიფი" გახდა. კარგი, პრობლემა არაა, ზედმეტად 'დაწყნარდა", არც ეგაა პრობლემა, მაგრამ ფილმის დრამატურგია - სრული შტილი, ორადორი პაწია ტალღა (კარი დაკეტილი რომ დახვდება პირველად და მეორე, ფინალისკენ, გამომძიებელთან) და ორივე ცრუ მანევრი.
    რა ვიცი, აბა.
    შეიძლება ჩემშია პრობლემა - ვერ შევედი თემაში, ვერ გადავლახე ცუდი გახმოვანება და ა.შ., მაგრამ რაც ზემოთ დავწერე, ეს ფაქტებია და არა განწყობა.

Following

8