შინაარსზე გადასვლა

სან-სალვადორი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სან-სალვადორი
San Salvador

ზემოთ მარცხნიდან: ალისოს 115; პანორამა; კაპილასი 515 და 525; მსოფლიო სავაჭრო ცენტრი; ტორე ფუტურა; ეროვნული სასახლე; ჩქაროსნული ავტოსტრადა; ფინანსური ცენტრი და ჰილტონი.
დროშა გერბი

ქვეყანა სალვადორის დროშა სალვადორი
დაქვემდებარება დედაქალაქი
დეპარტამენტი (სალვადორი)|სალვადორის დეპარტამენტები| დეპარტამენტი სან-სალვადორი
კოორდინატები 13°41′24″ ჩ. გ. 89°11′24″ დ. გ. / 13.69000° ჩ. გ. 89.19000° დ. გ. / 13.69000; -89.19000
ქალაქის მერი ნორმან კიხანო
დაარსდა 1525
ამჟამინდელი სტატუსი 1525
ფართობი 72,27 კმ²
ცენტრის სიმაღლე 658 მეტრი
მოსახლეობა 567 698 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 7486,5 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2 442 017
სასაათო სარტყელი UTC-6
ოფიციალური საიტი sansalvador.gob.sv
სან-სალვადორი — სალვადორი
სან-სალვადორი

სან-სალვადორი (ესპ. San Salvador) — სალვადორის დედაქალაქი. ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი[1] და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ფინანსური ცენტრი.[2] სან-სალვადორის მიტროპოლიტში, რომელიც მოიცავს თავად დედაქალაქს და მისი მუნიციპალიტეტების 13 ნაწილს, ცხოვრობს 2,404,097 ადამიანი. 2011 წლის მონაცემებით, სან-სალვადორის მოსახლეობა 567 698 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის ცენტრალური ამერიკის სიდიდით მე-5 ქალაქია, მისი მეტროპოლიტური არეალი კი ამავე მაჩვენებლით მეორეა რეგიონში.

როგორც „ბეტა“ გლობალური ქალაქი, სან-სალვადორი ასევე არის ცენტრალური ამერიკის მნიშვნელოვანი ფინანსური კერა. ქალაქში განთავსებულია Concejo de Ministros de El Salvador (ელ-სალვადორისის სამინისტროების საბჭო), La Asamblea Legislativa (ელ-სალვადორის საკანონმდებლო ასამბლეა), Corte Suprema de Justicia (უზენაესი სასამართლო), აგრეთვე რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სალვადორის მაღალმთიანეთში, პანამერიკულ გზატკეცილზე, მდინარე ამაკასის ხეობაში, გარშემორტყმულია ვულკანებით. სან-სალვადროში წარმოდგენილია მეორე უდიდესი ებრაული საზოგადოება ცენტრალური ამერიკის მასშტაბით.[3] არსებობს მცირე მუსლიმური საზოგადოებაც.

სან-სალვადორი მასპინძლობს სხვადასხვა რეგიონალურ და საერთაშორისო სპორტულ, პოლიტიკურ და სოციალურ ღონისძიებებს. უმასპინძლა ცენტრალური ამერიკის და კარიბულ თამაშებს 1935 და 2002 წელს, ცენტრალური ამერიკის თამაშებს - 1977 და 1994 წელს, აგრეთვე მის სამყაროს - 1995 წელს. სან-სალვადორი ასევე იყო მე-18 იბერო–ამერიკული სამიტის მასპინძელი ქალაქი, რომელიც გაიმართა 2008 წლის 29–31 ოქტომბერს.[4] ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემას (SICA) აქვს თავისი შტაბი სან-სალვადორში.[5] ცენტრალური ამერიკის ეკონომიკური ინტეგრაციის ბანკს (BCIE) ასევე აქვს თავისი შტაბი სან-სალვადორში.

ილოპანგოს ტბისა და აღმოსავლეთ სან-სალვადორის ველის ხედი

ქალაქი მდებარეობს ბოკურონის ვულკანის ველზე, სეისმურად აქტიურ ტერისოტირაზე. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 659 მეტრია; ქალაქის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 1186 მეტრი სიმაღლეზეა, ხოლო უდაბლესი - 596 მეტრზე. მუნიციპალიტეტი გარშემორტყმულია ბუნებრივი ლანდშაფტებით: სამხრეთით - Cordillera del Balsamo (ბალზამის კორდილიერები), დასავლეთით - ბოკურონის ვულკანი და Cerro El Picacho (მუნიციპალიტეტის უმაღლესი წერტილი; ზღვის დონიდან 1929 მეტრი). 1917 წელს ამოფრქვევის შემდეგ ელ ბოკურანოს ვულკანი მიძინებული იყო, თუმცა, იგი ახლახან გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით მდებარეობს სან-ჯაკინტოს გორაკები და კალდერას ილოპანგოს ტბა, უდიდესი წყლის ბუნებრივი აუზი 72 კვადრატული კილომეტრი ფართობით. ვულკანი კალდერა სეისმურად აქტიურია, თუმცა 1880 წლის შემდეგ არ ამოფრქვეულა.

კიოპენის კლასიფიკაციის მიხედვით სან-სალვადორი ხასიათდება ტროპიკული სველი და მშრალი კლიმატით; მთელი წლის განმავლობაში ქალაქში ცხელი ამინდია; საშუალო ტემპერატურა 27 გრადუსია. ნოემბრიდან თებერვალის ჩათვლით სეზონური მშრალი ქარების გამო ამინდი სხვა სეზონებთან შედარებით გრილია; ამ პერიოდში საშუალო ტემპერატურა 22.2 გრადუსია. ყველაზე ცხელი თვე აპრილი და მაისია, პერიოდი, როცა მშრალ სეზონს (ნოემბრიდან აპრილამდე) წვიმების სეზონი (მაისიდან ოქტომბრამდე) ცვლის. აპრილსა და მაისში საშუალო ტემპერატურა 32.2 გრადუსია. ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, 38.5 გრადუსია, ხოლო უდაბლესი - 8.2 გრადუსი. წვიმების სეზონზე ხშირია ჭექა-ქუხილი, უმეტესად შუადღით და ღამით; დილით ცა იწმინდება და დღეც მზიანია მანამ, სანამ შუადღით შტორმი დაიწყება.

სან-სალვადორის ვულკანის ძირში მდებარე ქალაქი სან-სალვადორი
ელ-ბოკურონის ვულკანური კრატერი, სან-სალვადორი

სან-სალვადორი განლაგებულია მეტად მთიან რელიეფზე. მუნიციპალიტეტში სულ რამდენიმე ადგილია, სადაც შედარებით სწორ ადგილს ვხვდებით. ამ ტოპოგრაფიულ მაჩვენებლებს იზიარებს ქალაქის მეზობელი მუნიციპალიტეტები და ლა-ლიბერტატის დეპარტამენტი.

ყველაზე საუცხოო ტოპოგრაფიული ობიექტი, რომელიც სან-სალვადორიდან და მისი მიმდებარე დეპარტამენტებიდანაც ჩანს, 1893 მეტრი სიმაღლის ბოკურონის ვულკანია. ბალზამის კორდილიერების (ბალზამის მთის ქედი) იმ ნაწილის საშუალო სიმაღლე, რომელიც მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1030 მეტრია. მთიანეთს ბალზამის კორდილიერები დაერქვა მიროქსილონის ბალზამის ხეების, ცენტრალურ და სამხრეთ ამრიკაში გავრცელებული ხის ჯიშის, გამო. აღნიშნულ ხეს ხშირად უწოდებენ კუინას, ან ბალზამოს; დასავლეთ სამყაროში ცნობილია, როგორც პერუს ბალზამისა და ტოლუ ბალზამის მთავარი წყარო. სალვადორი არის აღნიშნული ფისოვანი მასების მთავარი ექსპორტიორი; მას ჯერ კიდევ ხელით მოიპოვებენ.

El Cerro de San Jacinto, იგივე სან ჯასინტოს მთა მდებარეობს მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ საზღვართან; გარდა სან-სალვადორის ტერიტორიისა, იგი მდებარეობს სოიაფანგოს, სანტო-ტომასისა და სან-მარკოს ტერიტორიებზე. მწვერვალი მდებარეობს ზღვის დონიდან 1153 მეტრი სიმაღლეზე. გორა ოდესღაც ცნობილი იყო სან-ჯაკინტოს საბაგიროთი და მის მწვერვალზე მდებარე პარკით, მაგრამ ობიექტები საბოლოოდ მიატოვეს. ნიადაგის ტიპებში შედის რეგოსოლი, ლატერიტული ნიადაგი და ანდოსოლი, აგრეთვე ანდეზიტებისა და ბაზალტის ქანებისგან მიღებული ნიადაგები.

ილოპანგოს ტბის ხედი

სან-სალვადორთან მდებარე უახლოესი მდინარეა 2.2 კილომეტრი სიგრძის Acelhuate. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მდინარე მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში არ შედის, იგი მაინც წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს სან-სალვადორსა და სოიაფანგოს შორის. 1800-იანი წლების ბოლოსა და 1900-იანი წლების დასაწყისში მდინარე წყლის ერთ-ერთ რესურსს წარმოადგენდა, თუმცა დღესდღეობით, ურბანიზაციის გამო, იგი დაბინძურებულია. ილოპანგოს ტბიდან გადის რამდენიმე პატარა ნაკადი; აგრეთვე გაყვანილია ძველი წყალსადენი სისტემა, თუმცა თავად მუნიციპალიტეტს წყლის ძირითადი საკუთარი აუზი არ გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ ილოპანგოს ტბა არ ეკუთვნის სან-სალვადორის მუნიციპალიტეტს, იგი კვლავ რჩება წყლის უახლოეს აუზად. ტბა ქალაქის ისტორიული ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. იგი ასევე არის ქვეყნის წყლის უდიდესი ბუნებრივი რესურსი, რომლის ფართობია 72 კვადრატული კილომეტრია. რეგიონს ელექტროენერგიით კერონ გრანდეს ჰიდროელექტროსადგური ამარაგებს.

სან-სალვადორის პრაკტიკულად ყველა მცხოვრები ესპანურ ენაზე საუბრობს. აშშ-ის კულტურული გავლენისა (განსაკუთრებით გასართობი ღონისძიებების მხრივ) და აშშ-დან სალვადორელი ემიგრანტების დიდი რაოდენობის დაბრუნების გამო ქალაქში ახლა უფრო მეტი მცხოვრები საუბრობს ინგლისურად, ვიდრე წარსულში. მოსახლეობის 86% მეტისია; 12%-ში შედის თეთრკანიანები და კრეოლები (ძირითადად ესპანეთის წინაპრები და რამდენიმე ფრანგული ან გერმანული წარმოშობის ინდივიდები). [წყარო არ არის მითითებული 1563 დღე] თეთრკანიანთა მოსახლეობის სხვა მცირე ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთნება: შვეიცარიელების, იტალიელების, სირიელების, ებრაელების (ძირითადად სეფარდიელები) და ქრისტიანი პალესტინელების შთამომავლები.

რელიგიური ფონი სან-სალვადორში
რელიგია პროცენტი
რომის კათოლიკური ეკლესია
  
56.6%
პროტესტანტიზმი
  
28.3%
არცერთი
  
11.4%
მორმონები
  
2.5%
სხვები
  
1%
ებრაელები
  
0.2%

სან-სალვადორის მოსახლეობა ძირითადად რომაელი კათოლიკეა, პროტესტანტების მნიშვნელოვანი უმცირესობით. ქალაქი რელიგიის მხრივ უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ლათნური ამერიკის უმეტესი ქვეყანა. პროტესტანტი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ევანგელისტია. ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი პროტესტანტული ეკლესია არის Iglesia Cristiana Josue („ღვთის შეკრებიდან“); კიდევ ერთია Tabernaculo Biblico Bautista, Amigos de Israel („ბიბლიის ბაპტისტური კარავი, ისრაელის მეგობრები“). საგულისხმოა უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაც, რომლის წევრიც მოსახლეობის დიდი ნაწილია (მათ ხშირად მორმონებს უწოდებენ). მორმონის სახოგადოებამ ახლახან ააგო მათი პირველი ტაძარი ელ-სალვადორში. აგრეთვე არსებობს გვიანდელი წმინდა სამლოცველოები პირველ და მესამე რაიონებში.

სან-სალვადორი აგრეთვე არის 3,500 ებრაელის სამშობლო; ქალაქში ებრაული საზოგადოება ჯერ კიდევ მტკიცეა, მაგრამ 1980-იანებთან შედარაბით მაინც ნაკლებია, რადგან დიდმა ნაწილმა სალვადორის სამოქალაქო ომის დაწყებისას დატოვა საცხოვრებელი. ქალაქში არსებობს პალესტინელთა მცირე საზოგადოებაც, ძირითადად პალესტინელი ქრისნტიანების შთამომავლები, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში პალესტინიდან გადმოსახლდნენ.[6] ქალაქში მდებარეობს კორეის ევანგელური ეკლესიებიც, რომლებშიც მზარდი კორეული საზოგადოებისთვის კორეულ ენაზე მსახურობენ.

სან-სალვადორი მდიდარია ესპანური მემკვიდრეობით; მისი ისტორიული ცენტრი შეიცავს არქიტექტურის ისეთ ნიმუშებს, როგორებიც ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში არაა აღმოჩენილი. [წყარო არ არის მითითებული 1563 დღე] მეტროპოლიტენის საკათედრო ტაძარი აშენდა 1950-იან წლებში; იგი აერთიანებს არქიტექტურის ბაროკოულ და ელექტრიკულ სტილს. ეროვნული სასახლე, რომელიც აშენდა 1905 წელს, არის გოთური, ნეოკლასიკური და რენესანსული აღორძინების არქიტექტურის ნაზავი. [წყარო არ არის მითითებული 1563 დღე]

სან-სალვადორს აქვს მრავალი კერძო საშუალო სკოლა, მათ შორის პროტესტანტული და კათოლიკური საშუალო სკოლები; ვხვდებით საერო სკოლებსაც. აგრეთვე ქალაქში მდებარეობს მრავალი კერძო ორენოვანი სკოლა.

კვარცხლბეკიდან დაცემული Salvador del Mundo

ქალაქმა მრავალი მძიმე მიწისძვრა გადაიტანა, რომელთაგან ყველაზე დამანგრეველი იყო 1854 წლის მიწისძვრა იყო. სან-სალვადორის ვულკანმა 1917 წელს კვლავ ამოხეთქა,[7] რასაც თან სამი დიდი მიწისძვრა მოჰყვა; აღნიშნულმა მიწისძვრებმა ქალაქი ძალიან დააზიანა, ამიტომ მთავრობა იძულებული გახდა დედაქალაქი დროებით გადაეადგილებინა ქალაქ სანტა ტეკლაში (იმ დროს ცნობილი როგორც Nueva San Salvador). 1986 წლის 10 ოქტომბერს მოხდა მორიგი მიწისძვრა, რამაც მნიშვნველოვნად დააზიანა ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მიიჩნევა, რომ მიწისძვრის დროს დაიღუპა დაახლოებით 1000-1500 ადამიანი, ხოლო დაშავდა 10 000-ზე მეტი. აღნიშნული მიძისძვრისა და მომდევნო კვირაში განმეორებული მცირე ბიძგების გამო უსახლკაროდ დარჩა 200 000 ადამიანი.[8][9]

2001 წლის 13 იანვარსა და 13 თებერვალს მიწისძვრა მოხდა სალვადორში, რამაც ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა; განსაკუთრებით დაზიანდა ლას-კოლინასის გარეუბანი, სადაც მეწყერმა დაანგრია სახლები და იმსხვერპლა მრავალი ადამიანი.

ქალაქს საფრთხეს უქმნის ქარიშხლები, ცუნამი და მეწყერი. 2009 წლის ნოემბერში ქარიშხალი იდა თავს დაატყდა სან-სალვადორის, სან-ვიცენტესა და კუსკატალინის განყოფილებებს. ქარიშხლის თანმდევმა ნალექმა, რომელმაც მეწყერი წარმოქმნა, მთლიანად გაანადგურა სან-ვისენტეს ვერაპაზისა და გვადალუპის მუნიციპალიტეტები. არმიამ და „წითელმა ჯვარმა“ შეძლეს დაღუპულთა უმეტესობის გადარჩენა, მაგრამ მრავალი ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. მთავრობამ საჯარო სკოლებში სამთვიანი დროებითი თავშესაფრები გახსნა დაზარალებულთათვის. ქარიშხალმა გაანადგურა რამდენიმე ხიდი, ზოგი დასახლება კომუნიკაციის გარეშე დარჩა. ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა აშშ, მექსიკა, ნიკარაგუა, გვატემალა და ევროკავშირი, სალვადორელებმა თანხები შეკრიბეს უსახლკაროების დასახმარებლად.

ტროპიკული შტორმი აგატა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 27 მაისს, ხუთშაბათს, ტროპიკული შტორმი აგატა ცენტრალური ამერიკის სანაპიროს დაატყდა თავს. მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში დაფიქსირდა ნალექის 0.91 მ რაოდენობა, რამაც გამოიწვია წყალდიდობები და ღვარცოფები. განსაკუთრებით მძიმე დაზიანება მიიღო ელ-პიკაჩომ და მონტებელომ.

სან-სალვადორის ხედების ფოტო გალერეა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Biggest Cities El Salvador. Geonames.org. ციტირების თარიღი: February 24, 2012.
  2. [1] დაარქივებული March 27, 2009, საიტზე Wayback Machine.
  3. History of the Jews in El Salvador
  4. იბერო-ამერიკული სამიტი
  5. ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემა
  6. Roberto Marín Guzmán (2000). A Century of Palestinian Immigration Into Central America. Editorial Universidad de Costa Rica, გვ. 42–49. ISBN 9789977675879. 
  7. San Salvador. Global Volcanism Program. Smithsonian Institution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-14. ციტირების თარიღი: 2020-07-26.
  8. Harlow, David H. (e.a.) (August 1993). „The San Salvador earthquake of 10 October 1986 and its historical context“. Bulletin of the Seismological Society of America. 83 (4): 1143–1154. ციტირების თარიღი: May 28, 2009.
  9. Significant earthquakes in 1986. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 27, 2009.