Playdia
Playdia | |
---|---|
მწარმოებელი | Bandai |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
იაპ 23 სექტემბერი, 1994[1] |
მედია | CD-ROM |
პროცესორი | 8 ბიტიანი Toshiba TMP87C800F |
კონტროლერის შეტანა | ინფრაწითელი ჯოიპადი |
წინა | Bandai RX-78 |
შემდეგი | Apple Bandai Pippin |
Playdia (იაპონ. プレイディア Pureidia?) (კოდური სახელწოდება BA-X[2]) — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Bandai-ს მიერ 1994 წელს მხოლოდ იაპონიაში[3]. იგი არის Bandai-ს მიერ შემუშავებული რიგით მესამე კონსოლი.
Playdia აღჭურვილი იყო ტოშიბას 8 ბიტიანი TMP87C800F-ის პროცესორით, CD-ROM მოწყობილობითა და ინფრაწითელი სტანდარტული გეიმპადით. ასევე მისი თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა მცირე რაოდენობის დასახელებებს.
კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 24,000 იაპონურ იენას[4] და გათვლილი იყო ახალგაზრდა აუდიენციისთვის. სისტემამ მცირე კონკურენციაც კი ვერ გაუწია იმდროინდელ პოპულარულ კონსოლებს, როგორებიც იყო Sony-ის Playstation და Sega Saturn. Playdia-ს გაყიდვების გაზრდის მიზნით, Bandai-მ შექმნა თამაში, Idol CD, რომელიც განკუთვნილი იყო ზრდასრული მომხარებლებისთვის, თუმცა ამ უკანასკნელმაც ვერ იხსნა სისტემა კომერციული ჩავარდნისგან. დღესდღეობით, სისტემის წარმოების შეწყვეტის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თამაშები მასზე გამოდიოდა 1994-დან 1996 წლამდე.
1996 წელს კომპანიამ გამოუშვა მომდევნო კონსოლი, Apple Bandai Pippin. თუმცა, მისი წინამორბედის მსგავსად, აღნიშნულიც წარუმატებელი აღმოჩნდა გაყიდვების კუთხით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ GameForest - TVゲームの歴史 - プレイディア. ციტირების თარიღი: 2008-07-10.
- ↑ Starr, Michael; Chapple, Craig. VINTROPEDIA - Vintage Computer & Retro Console Price Guide 2009. Lulu. 2008. p84.
- ↑ Video Game Consoles Rarity Guide. ციტირების თარიღი: 2012-08-28.
- ↑ Forster, Winnie (2005). The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005. GAMEPLAN, გვ. 201. ISBN 3-00-015359-4.
თარგი:Bandai-ს აპარატული უზრუნველყოფა
|
|