შინაარსზე გადასვლა

მუზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუზები


მითოლოგია: ბერძნული მითოლოგია
სქესი: მდედრობითი
მამა: ზევსი
დედა: Mnemosyne
გამოსახულებები
პარნასი — მუზების სამყოფელი, რაფაელი

მუზები (ძვ. ბერძნ. Μοῦσα) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ზევსისა და ტიტანიდი მნემოსინეს (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები. ჰესიოდის „თეოგონიის“ გადმოცემით, ზევსისა და მნემოსინეს საიდუმლო კავშირის შედეგად, რომელიც 9 დღე და ღამე გრძელდებოდა, დაიბადა 9 ქალიშვილი, რომელთაგან ყოველი მათგანი ერთნაირად იყო დაჯილდოებული სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებით. ეს მუზა-ქალღმერთები ყველა დროის პოეტების შთაგონების წყაროები იყვნენ და პარნასზე ცხოვრობდნენ. ისინი იყვნენ ერთადერთნი, რომლებსაც გააჩნდათ სრულყოფილი მეხსიერება წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი. მუზები პოეზიას, მეცნიერებასა და ხელოვნებას მფარველობდნენ. მოხსენიებული არიან ჰომეროსის ნაწარმოებებში: „ილიადა“ და „ოდისეა“. ასევე, მათ ჰარმონიის ქალიშვილებს უწოდებენ. მუზებს ჰქონდათ თავიანთი ტაძრები, რომლებიც მუსეინებად იწოდებოდა (აქდან წამოვიდა სიტყვა „მუზეუმი“).

გამოსახულება
ქართული. ბერძნული. ლათინური რას მფარველობენ
Каллиопа კალიოპე Καλλιόπη Calliopē ეპიკური პოეზია
Эвтерпа ევტერპე Εὐτέρπη Euterpē ლირიკული პოეზია
Мельпомена მელპომენე Μελπομένη Melpomenē ტრაგედია
Талия თალია Θάλεια, Θαλία Thalīa კომედია
Эрато ერატო Ἐρᾰτώ Eratō სასიყვარულო პოეზია
Полигимния პოლიჰიმნია Πολυύμνια, Πολύμνια Polyhymnia, Polymnia პანტომიმა და ჰიმნი
Терпсихора ტერფსიქორა Τερψιχόρᾱ Terpsichorē ცეკვები
Клио კლიო Κλειώ Clīō ისტორია
Урания ურანია Οὐρανία Ūrania, Ūraniē ასტრონომია

მნემოსინეს 9 ქალიშვილი იშვიათად თამაშობდა მთავარ ძირითად როლს მითოლოგიურ სიუჟეტებში, მაგრამ ისინი ყოველთვის ფიგურირებენ ღმერთების ტრაპეზებზე, სადაც თავიანთი ლამაზი მელოდიური ხმებით ართობდნენ ყველას.

ისინი ადიდებდნენ ოლიმპიური ღმერთების გამარჯვებას ტიტანებზე.

მუზათა სიები სხვა ვარიანტებით

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრატეტის მიხედვით მუზები იყვნენ რვანი. მეფიმნელი მირთილიუსის მიხედვით -შვიდი ან ცხრა. ცეცუსი ასახელებს 9 მუზას: ტერპსიქორა და ევტერპე ემთხვევა გესიოდეს მიერ დასახელებულ მუზებს. დანარჩენნი კი არიან: გელიკა, დია, ევნიკე, კალიქორა, ფელქსინოა, ენკელადა, ენოპა’’’.

ბევრი ადგილი ითვლება მუზების სამყოფელად: მთა ჰელიკონი ბეოტიაში, სადაც ისინი ჰიპოკრანეას ფანტანთან იკრიბებოდნენ ერთად სიმღერისა და ცეკვისათვის, მთა პარნასი; მთა პინდი და რა თქმა უნდა ოლიმპის ფერდობები, მამის - ზევსის სამყოფელთან ახლოს. როდესაც ისინი იმყოფებოდნენ ძველ სამყოფელში ჰელიკონის მთაზე მუზები სულ 3 იყო: მელეთა (გამოცდილება), მნემა (მეხსიერება) და აოიდა (სიმღერა). თუკი ბეოტიაში სამი მუზის კულტი დიდ ხანს შენარჩუნდა, სხვა ოლქებში მათი რაოდენობა ვარირებდა. უფრო გვიან ეპოქაში დამკვიდრდა 9 მუზა რომელთაგან მთავარი იყო ტკბილხმოსანი კალიოპე.

მრისხანე შურისმაძიებელნი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზები რომლებიც ჰესიოდეს მიხედვით აძლევდნენ რჩევას მეფეებს, ართობდნენ ხალხს ასევე მათ შესწევდათ ძალა მრისხანე შურისძიებისათვის. ისინი არ იღებდნენ არავითარ კრიტიკას თავიანთი ხელოვნების მიმართ. როდესაც ტბილხმოსანმა სირინოზებმა გამოწვევა სცადეს, მუზებმა შური იძიეს მათზე და ფრთები წაართვეს, სირცხვილის დასამალად სირინოზები წყალში ჩაცვივდნენ და წყლის ბინადარნი გახდნენ. ასევე მაკედონიის მეფის პიეროსის ცხრა მოკვდავმა ქალიშვილმა (მათ პიერიდები უწოდეს) სცადეს მათი გამოწვევა რადგან ისინიც ცხოვრობდნენ ჰელიკონის ფერდობებზე, და ისეთივე სახელები ჰქონდათ როგორც მუზებს. ოვიდიუსის გადმოცემით შეჯიბრის დროს პიერიდების სიმღერამ არავიზე არ იმოქმედა ხოლო როცა გაისმა მუზების წმინდა წკრიალა ხმა მაშინ მთელი კოსმოსი გაჩერდა, გაწბილებული პიერიდები წაგებას არ შეურიგდნენ და მუზების ცემა განიზრახეს, ამ დროს ჩაერია აპოლონი და ისინი კაჭკაჭებად გადააქცია. მათი კულტი პრაქტიკულად გაქრა ელინური ეპოქის დასაწყისში და ვერ ჰპოვა გაგრძელება რომაულ მითოლოგიაში. მაგრამ ზევსის 9 ქალიშვილის არსებობა ყოველთვის ახდენენ ზეგავლენას პოეტების წარმოდგენაზე

  • Claudia Schindler u. a.: Musen. In: Reallexikon für Antike und Christentum. Band 25, Hiersemann, Stuttgart 2013, ISBN 978-3-7772-1318-7, Sp. 184–220.